შინაარსზე გადასვლა

ლამბლია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლამბლია

ლამბლია ჟიარდია (ლათ. Lambia (Giardia)) — უმარტივესი პარაზიტული ცხოველი შოლტოსანთა კლასისა. მისი სხეულის სიგრძე 10-20 მკმ აღწევს. ზურგის მხარე ამობურცულია, მუცლისა — ჩაზნექილი და ქმნის მისაწოვარს. აქვს 2 ოვალური ბირთვი, 4 წყვილი შოლტი. პარაზიტობს ადამიანის (უმთავრესად ბავშვების) ნაწლავებში, განსაკუთრებით თორმეტგოჯაში. იშვიათად ნაღვლის ბუშტსა და სადინარში. იწვევს ლამბლიოზს. Lambia-ს გვარის სხვა სახეობები ძუძუმწოვრის (თაგვი, ბოცვერი) და ამფიბიების (1 სახეობა) ნაწლავებში.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: