ლამაზი მეგობარი (რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლამაზი მეგობარი
Bel-Ami
ავტორი გი დე მოპასანი
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
გამოცემის თარიღი 1885
მთარგმნელი მიხეილ ჯავახიშვილი

ლამაზი მეგობარი (ფრანგ. Bel-Ami) — გი დე მოპასანის რომანი, რომელიც გამოიცა 1885 წელს.

ლამაზ მეგობარზე მუშაობა მოპასანს დაწყებული უნდა ჰქონდეს 1883 წელს, როდესაც გამოქვეყნდა მისი რიგი მოთხრობა და ნარკვევი, სადაც გვხვდება რომანის ზოგიერთი სიუჟეტური ეპიზოდი და იდეური მოტივი.

ლამაზ მეგობარს იმთავითვე უაღრესი წარმატება ხვდა წილად. 1885 წლის 8 აპრილს დაიწყო გაზეთ „ჟილ ბლასში“ ფელეტონებად მისი ბეჭდვა, ხოლო უკვე იმავე წლის სექტემბერში მისი 37-ე, 1887 წლის აპრილში კი 51-ე გამოცემა გამოვიდა. აგრეთვე დაუყონებლივ ითარგმნა იგი სხვა ევროპულ ენებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გი დე მოპასანი - ლამაზი მეგობარი; თარგმანი ფრანგულით მიხეილ ჯავახიშვილისა; „საბჭოთა მწერალი“, თბილისი, 1959; გვ. 347-348.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]