ლაკმუსი
იერსახე

ლაკმუსი — საღებავი ნივთიერება, რომელიც მიიღება ზოგიერთი სახის ხავსურიდან. ლაკმუსის შედგენილობა რთულია და საბოლოოდ არ არის დადგენილი. ლაკმუსს იყენებენ ქიმიურ ინდიკატორად. მჟავა გარემოში ლაკმუსი იფერება წითლად, ტუტეში კი ლურჯად. ხშირად სარგებლობენ ლაკმუსით გაჟღენთილი ქაღალდით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 112.