ლაკედემონოვკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაკედემონოვკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
ლაკედემონოვკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ლაკედემონოვკა
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1794-1795

ლაკედემონოვკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუს. Церковь Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ეკლესია სოფელ ლაკედემონოვკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.

მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ნეკლინოვის რაიონი, სოფელი ლაკედემონოვკა, ოქტომბრის ქუჩა № 39.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნის დასასრულს, როდესაც დაარსდა სოფელი ლაკედემონოვკა, აუცილებელი გახდა სოფელში ეკლესიის აშენება. ამ საკიტხში აქტიურად მონაწილეობდა დიმიტრი ალფერაკი. გადაწყვიტეს ეკლესია აეშენებინათ დიმიტრი თესალონიკელის სახელზე. აღნიშნული წმინდანი იყო დიმიტრი ალფერაკის მფარველი ანგელოზი. სოფლის მოსახლეობამ მოითხოვა ეკლესიის მშენებლობა. 1794 წლის 19 ოქტომბერს ეკატერინოსლავის მიტროპოლიტ გავრილისაგან მიიღეს თანხმობა მშენებლობაზე. ამავე წლის 13 ნოემბერს მღვდელმონაზონმა იოანე ანდრეევმა აკურთხა მშენებლობის ადგილი. მშენებლობის ადგილზე გათხარეს საძირკველი, ჩადეს ფუნდამენტის ქვა და აღმართეს ჯვარი.

1795 წელს დიმიტრი ალფერაკმა მისწერა ეკატერინოსლავის მიტროპოლიტ გავრილს, რომ ეკურთხებინა ეკლესია. წერილში ასევე მოითხოვდა გამოეგზავნათ მღვდელი. გავრილისაგან მიღებული წეილით ნება დართეს იოანე ანდრეევს ეკურთხებინა ეკლესია.

აგურის ეკლესია მოქმედი იყო დიდი ხნის განმავლობაში, 1937 წელს კი დახურეს. ეკლესია ტაგანროგის სტალინის სახელობის კოლმეურნეობამ შეისყიდა და მასში ხორბლის საწყობი გახსნა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, გერმანელების ოკუპაციის დროს ეკლესიაში მიმდინარეობდა ღვთისმსახურება. 1961 წლის სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილებით ეკლესია კვლავ დახურეს. 1990-იან წლებამდე ეკლესია გამოიყენებოდა სამეურნეო დანიშნულებით. 1980-იან წლებში აქ განთავსებული იყო სამეურნეო საწყობი[1].

1991 წელს ეკლესიაში ღვთისმსახურება აღსდგა, იგი კვლავ გაიხსნა მრევლისათვის და აკურთხეს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. 2000-იანი წლების დასაწყისამდე ეკლესიაში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა, ასევე მოხატეს კედლები. ამჟამად ეკლესია მოქმედია, ადგას ლურჯად შეღებილი გუმბათი, მიშენებული აქვს სამრეკლო და შეღებილია ვარდისფრად.

ეკლესიის წინამძღვარია ნიკოლოზ (კრავჩენკო).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]