ლათინების ხოცვა-ჟლეტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინოპოლის რუკა ბიზანტიურ პერიოდში. ლათინური კვარტლები იასამნისფრადაა აღწერილი.

ლათინთა ხოცვა-ჟლეტა (იტალ. Massacro dei Latini; ბერძნ. Σφαγὴ τῶν Λατίνων)-კოსტანტინოპოლში მცხოვრებ რომაელ კათოლიკეთა(,,ლათინები") მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ქალაქის აღმოსავლეთ მართმადიდებლების მიერ 1182 წლის აპრილში.[1][2]

იმ დროს კონსტანტინოპოლის კათოლიკეები დომინირებდნენ ქალაქის საზღვაო ვაჭრობასა და ფინანსურ სექტორში.[1] მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი რიცხვები მიუწვდომელია, ლათინური საზოგადოების უმეტესი ნაწილი, რომელიც იმ დროს ევსტათი თესალონიკელის შეფასებით 60,000-ს უდრიდა,[1] გაანადგურა ან იძულებული გახდა გაქცეულიყო. განსაკუთრებით განადგურდა გენუის და პისის რესპუბლიკები. დაახლოებით 4000 გადარჩენილი, მონებად მიჰყიდეს რუმის (თურქეთის) სასულთნოს.[3]

ხოცვა-ჟლეტამ კიდევ უფრო გააუარესა ურთიერთობა და გაზარდა მტრობა დასავლეთ და აღმოსავლეთ ქრისტიანულ ეკლესიებს შორის,[4]რასაც მოჰყვა საომარი მოქმედებები.

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XI საუკუნიდან დასავლელი ვაჭრები, ძირითადად იტალიის ქალაქ-სახელმწიფოებიდან, როგორებიცაა: ვენეცია, გენუა და პიზა, დაიწყეს აღმოსავლეთში გამოჩენა. პირველები იყვნენ ვენეციელები, რომლებმაც ბიზანტიის იმპერატორ ალექსი I კომნენოსისგან ფართომასშტაბიანი სავაჭრო დათმობა მოიპოვეს. ამ პრივილეგიების შემდგომმა გაფართოებამ და ბიზანტიის იმდროინდელმა საზღვაო უძლურებამ გამოიწვია ვირტუალური საზღვაო მონოპოლია.[5]

ალექსის შვილიშვილმა, მანუელ I კომნენოსმა, მათი გავლენის შემცირების მსურველმა, დაიწყო ვენეციის პრივილეგიების შემცირება კონკურენტებთან: პიზასთან, გენუასთან და ამალფთან შეთანხმებების გაფორმებისას.[6] თანდათანობით, ოთხივე იტალიურ ქალაქს ასევე მიეცა საშუალება დაეარსებინათ საკუთარი უბნები კონსტანტინოპოლის ჩრდილოეთ ნაწილში.

იტალიელი ვაჭრების გაბატონებამ ბიზანტიაში ეკონომიკური და სოციალური აჯანყება გამოიწვია: ამან დააჩქარა დამოუკიდებელი ადგილობრივი ვაჭრების დაცემა, რაც სასარგებლო იყო მსხვილი ექსპორტიორებისათვის, რომლებიც მიბმულნი იყვნენ მიწათმოქმედ არისტოკრატიასთან, რომლებიც, თავის მხრივ, სულ უფრო და უფრო აგროვებდნენ დიდ მამულებს.[1] იტალიელთა აღქმულ ქედმაღლობასთან ერთად, ამან გამოიწვია აშკარა უკმაყოფილება საშუალო და დაბალ ფენების შორის, როგორც სოფლად, ისე ქალაქებში.[1]

ორ მხარეს შორის რელიგიურმა განსხვავებამ კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია. ისინი ერთმანეთს სქიზმატიკოსებად თვლიდნენ. იტალიელები იმპერიული ხელისუფლების მიერ უკონტროლოები აღმოჩნდნენ: მაგალითად, 1162 წელს პიზანელებმა რამდენიმე ვენეციელთან ერთად დაარბიეს კონსტანტინოპოლში გენუელთა კვარტალი, რამაც დიდი ზიანი მიაყენა გენუელებს.[1] იმპერატორმა მანუელმა შემდგომში განდევნა გენუელებისა და პიზაელებისს უმეტესობა ქალაქიდან, რითაც ვენეციელებს ხელი შეუწყო.[7]

1171 წლის დასაწყისში, როდესაც ვენეციელებმა შეუტიეს და დიდწილად გაანადგურეს გენუელთა კვარტალი კონსტანტინოპოლში, იმპერატორმა საპასუხოდ იმპერიაში ყველა ვენეციელის მასობრივი დაპატიმრების და მათი ქონების კონფისკაციის ბრძანება გასცა. ასევე იყო მასობრივი გაუპატიურებები და სახლების გადაწვის ფაქტებიც. ეგეოსში ვენეციის შემდგომი ექსპედიცია ჩაიშალა: პირდაპირი თავდასხმა შეუძლებელი იყო იმპერიული ძალების სიძლიერის გამო. ვენეციელები დათანხმდნენ მოლაპარაკებებს, რომელიც იმპერატორმა განზრახ შეაჩერა. მოლაპარაკებები ზამთარში გაგრძელდა, ვენეციური ფლოტი იცდიდა ქიოსზე მანამ, სანამ ჭირის გავრცელებამ უკან დახევა აიძულა.[8]

ვენეციელები და იმპერია კვლავ ომში დარჩნენ, ვენეციელები გონივრულად ერიდებოდნენ პირდაპირ დაპირისპირებას, მაგრამ აფინანსებდნენ სერბთა აჯანყებებს და ალყაში მოაქციეს ანკონა, ბიზანტიის უკანასკნელი დასაყრდენი იტალიაში, და ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ნორმან სიცილიის სამეფოსთან.[9]ურთიერთობები თანდათან ნორმალიზდა: არსებობს მტკიცებულება 1179 წლის ხელშეკრულების შესახებ,[10] თუმცა ურთიერთობების სრული აღდგენა მხოლოდ 1180-იანი წლების შუა ხანებში მოხდა.[11] ამასობაში გენუელებმა და პიზანელებმა ისარგებლეს ვენეციასთან დაძაბულობით და 1180 წლისთვის დადგენილია, რომ კონსტანტინოპოლში 60000-მდე ლათინელი ცხოვრობდა.[1]

მანუელ I-ის სიკვდილი და ხოცვა-ჟლეტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1180 წელს მანუელ I-ის გარდაცვალების შემდეგ, მისი ქვრივი, ლათინელი პრინცესა მარია ანტიოქიელი, ასრულებდა რეგენტს ფუნქციას მისი ჩვილი ვაჟის, ალექსი II კომნენოსისთვის. მისი რეგენტობა ცნობილი იყო ლათინელი ვაჭრებისთვის და მსხვილი მიწის მესაკუთრე არისტოკრატებისთვის მინიჭებული უპირატესობით. 1182 წელს ანდრონიკე I კომნენოსმა ის ტახტიდან ჩამოაგდო. ანდრონიკე ქალაქში ხალხის აშკარა მხარდაჭერით შევიდა.[1][12] თითქმის მაშინვე, ზეიმი საძულველი ლათინების მიმართ ძალადობაში გადაიზარდადა. ქალაქის ლათინურ კვარტალში შესვლის შემდეგ ბრბომ მოსახლეობაზე იერიში დაიწყო.[4]

ბევრი მოვლენების მსგავს განვითარებას ელოდა და ზღვით გაქცევა მოასწრო. [3] ხოცვა-ჟლეტა განურჩეველი იყო: არც ქალები და არც ბავშვები არ დარჩენილან. საავადმყოფოს საწოლებში მწოლიარე ლათინურ პაციენტებსაც კი კლავდნენ.[4] გაძარცვეს სახლები, ეკლესიები და ქველმოქმედება.[4] ლათინელმა სასულიერო პირებმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრეს.კარდინალ იოანეს, პაპის ლეგატს თავი მოჰკვეთეს და მისი თავი ქუჩებში ძაღლის კუდზე გამოათრიეს.[3][13]

მიუხედავად იმისა, რომ თავად ანდრონიკეს არ ჰქონდა განსაკუთრებული ანტილათინური დამოკიდებულება, მან დაუშვა ხოცვა-ჟლეტის უკონტროლოდ გაგრძელება.[14]ანდრონიკემ მოახერხა კონსტანტინოპოლიტელების ანტილათინური განწყობის გაღვივება იმ მოტივით, რომ იმპერატრიცამ და პროტოსებასტოსმა ლათინთა მხარდაჭერა იყიდეს და დაჰპირდნენ მათ ქალაქის გაძარცვას.[15]

ხოცვა-ჟლეტის დროს იმპერატრიცა მარია დააპატიმრეს და იმყოფებოდა შინაპატიმრობაში. ბოლოს ისიც მოკლეს.

Გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხოცვა-ჟლეტამ კიდევ უფრო გააუარესა ბიზანტიელთა იმიჯი დასავლეთში და მიუხედავად იმისა, რომ მალევე განახლდა რეგულარული სავაჭრო შეთანხმებები ბიზანტიასა და ლათინურ სახელმწიფოებს შორის, ძირითადი მტრობა მაინც დარჩა. ამან გამოიწვია საომარი მოქმედებების სპირალური ჯაჭვი: სიცილიური ექსპედიცია უილიამ II სიცილიელის მეთაურობით. 1185 დაარბიეს თესალონიკა, იმპერიის სიდიდით მეორე ქალაქი. გერმანიის იმპერატორები: ფრედერიხ ბარბაროსა და ჰაინრიხ VI იმუქრებოდნენ კონსტანტინოპოლზე თავდასხმით.

ურთიერთობის გაუარესებამ კულმინაციას მიაღწია 1204 წელს მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის მიერ ქალაქ კონსტანტინოპოლის სასტიკი გაძარცვით, რამაც გამოიწვია აღმოსავლეთის მართლმადიდებლური და რომაელი კათოლიკეების მუდმივი გაუცხოება. თავად ხოცვა-ჟლეტა შედარებით ბუნდოვანი რჩება და კათოლიკე ისტორიკოსი უორენ კეროლი აღნიშნავს, რომ „ისტორიკოსები, რომლებიც მჭევრმეტყველნი და აღშფოთებულნი არიან - საკმაოდ დიდი მიზეზით - კონსტანტინოპოლის გაძარცვის შესახებ... იშვიათად თუ ახსენებენ დასავლელების ხოცვა-ჟლეტას... 1182 წელს."[13]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 The Cambridge Illustrated History of the Middle Ages: 950-1250/შუა საუკუნეების კემბრიჯის ილუსტრირებული ისტორია: 950-1250 წწ. Cambridge University Press, გვ. 506–508. ISBN 978-0-521-26645-1. 
  2. Timothy Gregory (2010). A History of Byzantium. Wiley-Blackwell, გვ. 309. ISBN 978-1-4051-8471-7. 
  3. 3.0 3.1 3.2 Donald Nicol (1988) Byzantium and Venice: A Study in Diplomatic and Cultural Relations Cambridge: Cambridge University Press. გვ. 107.ISBN 0-521-34157-4
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Aleksandr Vasiliev. History of the Byzantine Empire. 2, Volume 2. University of Wisconsin Press. ISBN 978-0-299-80926-3. 
  5. John W. Birkenmeier. The Development of the Komnenian Army: 1081–1180. BRILL. ISBN 90-04-11710-5. 
  6. Nicol, Donald M. (1988). Byzantium and Venice: A Study in Diplomatic and Cultural Relations Cambridge: Cambridge University Press. გვ. 94..ISBN 0-521-34157-4
  7. Nicol, Donald M. (1988). Byzantium and Venice: A Study in Diplomatic and Cultural Relations Cambridge: Cambridge University Press. გვ. 95 .ISBN 0-521-34157-4
  8. Nicol, Donald M. (1988). . Byzantium and Venice: A Study in Diplomatic and Cultural Relations Cambridge: Cambridge University Press. გვ. 100 .ISBN 0-521-34157-4
  9. Nicol, Donald M. (1988). . Byzantium and Venice: A Study in Diplomatic and Cultural Relations Cambridge: Cambridge University Press. გვ. 100 .ISBN 0-521-34157-4
  10. Nicol, Donald M. (1988). . Byzantium and Venice: A Study in Diplomatic and Cultural Relations Cambridge: Cambridge University Press. გვ. 101.ISBN 0-521-34157-4
  11. Madden, Thomas F. (2003) Enrico Dandolo & the Rise of Venice JHU Press. გვ. 82-83. ISBN 978-0-8018-7317-1
  12. Nicol, Donald M. (1988). . Byzantium and Venice: A Study in Diplomatic and Cultural Relations Cambridge: Cambridge University Press. გვ. 106 .ISBN 0-521-34157-4
  13. 13.0 13.1 Carroll, Warren (1993). The Glory of Christendom, Front Royal, VA: Christendom Press, გვ 157; გვ. 131
  14. Harris, Jonathan (2006). Byzantium and the Crusades, ISBN 978-1-85285-501-7 გვ. 111-112
  15. Lynda Garland. Byzantine Empresses, Women and Power in Byzantium, AD 527-1204. London and New York: Routledge, გვ. 208. ISBN 0-415-14688-7.