ლაბრგვილ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაბრგვილი ( სვანური ჭიდაობა )[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაბრგვილი (ლაბრგვილ) — სვანეთში გავრცელებული ჭიდაობის სახეობა. როგორც სხვა კუთხეებში, აქაც უმეტესწილად ორთაბრძოლები სხვადასხვა დღესასწაულებზე იმართებოდა. სვანეთში მამაკაცები თავისუფალ დროსაც ეჭიდებოდნენ ერთმანეთს. ჭიდაობის ამ სახეობისთვის დამახასიათებელი ჩაცმულობა იყო სვანური შალის ხალათი, რომელზეც აუცილებლად შემოჭერილი იყო ქამარი. ქამარში ხელის ჩავლება დაშვებული იყო. ლაბრგვილისთვის დამახასიათებელი იყო ქართული ჭიდაობის სხვადასხვა ელემენტები : გარეკაური, შუაკაური, მოგვერდი და სხვ. ძლიერი მოჭიდავეები ნაკლებად იყენებდნენ ფეხს. ეს იმითაც იყო გამოწვეული, რომ ფეხის გამოყენებისას მოჭიდავე შეიძლებოდა თავისივე ილეთს წამოგებოდა. სვანური ჭიდაობის ამ სახეობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სისწრაფეს. მოულოდნელობის თავიდან ასაცილებლად მოჭიდავეები ერთმანეთს ესალმებოდნენ. აქ ქართული ხასიათიც ვლინდება - ჩუმად მიპარვა და მოტყუებით გამარჯვება მიუღებელი იყო. წაქცეულად ითვლებოდა ბეჭზე დაცემული მოწინააღმდეგე, თუმცა ერთხელ წაქცევა საკმარისი არ იყო, წაქცეულს უფლება ჰქონდა მოეთხოვა ჭიდაობის გაგრძელება, ჭიდაობის გაგრძელებაზე უარის თქმა სირცხვილად ითვლებოდა. ჩოქზე დაცემა სამჯერ წაქცევად ითვლებოდა. თუ ჭიდაობა დიდხანს გაგრძელდებოდა, მაშინ ხალხი მოჭიდავეებს გააშველებდა. სვანეთში ჭიდაობა ზამთარშიც იმართებოდა მიცვალებულთა მოხსენიების დღეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ელაშვილი. ვ., „ქართული ჭიდაობა“ — თბილისი, 1975; გვ. 22
  • თოფჩიშვილი რ, „საქართველოს ეთნოგრაფია / ეთნოლოგია ", თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“, 2010, გვ.641