კუშე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კუშე (ფრანგ. couché - გადაწოლილი) ეწოდება ისეთ საკოლექციიო ფილატელისტურ ერთეულს, როდესაც ორი სხვადასხვა მარკა გადაბმულია ერთმანეთისადმი 90°-ნიანი კუთხით.

მარკების კუშეს ტიპის გადაბმა ფურცელზე ძალიან იშვიათად გვხვდება. საბჭოთა მარკებიდან ყველაზე ცნობილი კუშე არის 1958 წელს გამოცემული 40 კაპიკიანი მარკა, რომელიც მიეძღვნა მოსკოვის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსს. გადაბმული მარკებიდან ერთი - «გედების ტბა» პირდაპირ პოზიციაშია, ხოლო მარკა პ. ჩაიკოვსკის პორტრეტით 90° კუთხით არის გადაწოლილი. ასეთ შემთხვევაში ფილატელისტურ ნიმუშს წარმოადგენს როგორც თითოეული მარკა ცალ-ცალკე , ასევე კუშეს ტიპზე გადაბმული ორი მარკა წყვილად.


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Большой филателистический словарь (1988, c.320) Под общ. ред. Н.И. Владинца и В.А. Якобса БФС: КушеISBN 5-256-00175-2.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კუშე&oldid=2379111“-დან