მცირე ფურცელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მცირე ფურცელი (გერმ. klein bogen, ინგლ. small sheet, რუს. Малый лист) ეწოდება მცირე ფორმატის ქაღალდზე დაბეჭდილ საფოსტო მარკებს. ეს არის შუალედური ზომის ფურცელი, ბლოკზე , (კვარტბლოკის ანალოგებზე) უფრო ფართო და სასტამბო ფორმატის მარკების ფურცელზე უფრო პატარა.

მცირე ფურცელი სტამბური ფურცლისაგან განსხვავდება არა მხოლოდ ზომით, არამედ მასზე განლაგებული მარკების რაოდენობითაც. როგორც წესი მცირე ფურცელი მოიცავს მინიმუმ 3-4 ცალ საფოსტო მარკას, უმთავრესად 10-16 ცალ მარკას, ზოგჯერ მეტსაც. მცირე ფურცელი შეიძლება შეიცავდეს ერთი ან რამდენიმე სახის, სიუჟეტის ან ნომინალის მქონე მარკებს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკების პირველი მცირე ფურცელი გამოვიდა ბელგიაში, 1920 წელს. იგი შედგებოდა 25 სტანდარტული მარკისაგან, ნომინალი 65 ცენტი. 1921 წელს ლუქსემბურგში გამოიცა ღირსახსოვარი მარკა , რომელიც მიეძღვნა ტახტის მემკვიდრის დაბადების მოვლენას. პირველი გამოცემა წარმოადგენდა მცირე ფორმატზე დაბეჭდილ 5 მარკიან ფურცელს, მეორე გამოცემა - 25 მარკიან ფურცლებს, მესამე გამოცემა - 100 მარკიან ფურცელს.

თავისებურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკების სტანდარტული მცირე ფურცელი (5 × 5, А4 ფორმატი) სსრკ (1987)

სახელწოდება «მცირე ფურცელი» თავისთავში გულისხმობს, რომ მარკები იბეჭდება ფართო ფორმატიან ქაღალდზე - მარკების ფურცელზე. მცირე ფურცლის კიდეებზე გვხვდება სხვა და სხვა აღნიშვნები და ნიშნები: რიგობრივი ნომერი, სამახსოვრო წარწერა, სიმბოლო და ა.შ. ამ ნიშნებით მცირე ფურცელი ემსგავსება კვარტბლოკისა და მის ანალოგებს. ასეთი მსგავსების მიუხედავად, მცირე ფურცელს არ გააჩნია საკუთარი ნომერი და კატალოგებშიც იშვიათად გვხვდება. ზოგიერთ კატალოში შედის მცირე ფურცელი, მხოლოდ იმ პირობით, თუ გარკვეული მარკა, დაიბეჭდა მხოლოდ მცირე ფორმატის ქაღალდზე , გააჩნია თავისი სერიული ნომერი და ემსგავსება მრავალმარკიან ბლოკებს. ასეთი მცირე ფურცელი წარმოადგენს ცალკე საკოლექციო ერთეულს და ფილატელიტურ კოლექციებში მთლიანად არიან წარმოდგენილი. კატალოგებში არ ხვდებიან მცირე ფურცლები, რომლებიც წარმოადგენენ ფართო ფორმატიან ქაღალდზე დაბეჭდილი მარკების ვარანტს ან მის ფრაგმენტს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]