კუტაფიის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კუტაფიის კოშკი
რუს. Кутафья башня
MoscowKremlin KutafjyaTower I40.jpg
კოორდინატები 55°45′09″N 37°36′46″E / 55.7525° ჩ. გ. 37.612778° ა. გ. / 55.7525; 37.612778
მდებარეობა მოსკოვი, რუსეთი
თარიღდება 1516

კუტაფიის კოშკი (რუს. Кутафья башня) — მოსკოვის კრემლის ერთადერთი შემონახული სარინი კოშკი. მდებარეობს კრემლის სამების კოშკის პირდაპირ, სამების ხიდის წინ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუტაფიის კოშკი ააგეს 1516 წელს მილანელი არქიტექტორის ალევიზ ფრიაზინის (უფროსის) ხელმძღვანელობით[1]. დაბალ, მდინარე ნეგლინაიით და თხრილით გარშემორტყმულ კოშკს ერთადერთი კარი ჰქონდა, რომელიც საფრთხის შემთხვევაში იკეტებოდა ხიდის საშუალებით. კოშკი იყო მრისხანე დაბრკოლება ციხესიმაგრის ალყის შემოსარტყმელად. კოშკს ჰქონდა სათოფურები და მაშიკულები.

ძველ დროში კუტაფიის კოშკი, ისევე როგორც კრემლის სხვა კოშკები, სრულდებოდა ორრქიანი კბილანებით და კარვისებური სახურავით. 1685 წელს მას დაადგეს ბადისებრი გვირგვინი - პარაპეტი თეთრი ქვის გვირგვინით. XVIII საუკუნეში დაანგრიეს კოშკის კამარა.

XVI-XVII საუკუნეებში მდინარე ნაგლინაიაში წყლის დონემ მოიმატა და კოშკი ყველა მხრიდან წყალში მოექცა. კოშკში შესვლა მხოლოდ ქალაქის მხრიდან მხოლოდ ხიდის საშუალებით შეიძლებოდა. ამჟამად კოშკის ქვევა ნაწილი ამოვსებულია. მისი თავდაპირველი სიმაღლე დედამიწის ზედაპირის დონიდან იყო 18 მეტრი, ამჟამად მხოლო 13,5 მეტრია მისი სიმაღლე.

სახელწოდება კუტაფიის წარმოშობაზე არსებობს ორი, ერთმანეთისაგან განსხვავებული ვერსია. ერთი ვერსიის თანახმად სიტყვა „кут“ ნიშნავს თავშესაფარს, კუთხეს, ან მეორე ვერსიის თანახმად სიტყვა „кутафья“ აღნიშნავს სრულ, მოუქნელ ქალს. თუმცა პირველი საეჭვო ჩანს, რადგან სიტყვა „кут“-ისაგან მიიღება სახელწოდება „Кутовая“ და არა „Кутафья“.

2001 წელს კოშკის ნაპირებზე დაიწყო თანამედროვე პავილიონის მშენებლობა, რომელიც სპეციალისტების შიშის მიხედვით, რომლებიც იცავენ კულტურულ მემკვიდრეობას, დაამახინჯებდა ძეგლის ისტორიულ სახეს[2][3][4].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Москва: Архитектурный путеводитель / И. Л. Бусева-Давыдова, М. В. Нащокина, М. И. Астафьева-Длугач. — М.: Стройиздат, 1997. — 512 с. — ISBN 5-274-01624-3.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]