კუსთაფას ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კუსთაფას ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი ქალაქ საგარეჯოს სამხრეთით 2 კილომეტრზე. მდინარე თვალთხევის ორ ტოტს შორის, რკინიგზის მახლობლად, გორაზე. ნამოსახლარი ამ რეგიონის ძვ. წ. II და I ათასწლეულების მიჯნის ნამოსახლარების მსგავსია და სავარაუდოდ სწორედ ამ პერიოდს მიეკუთვნება.

ძეგლი აღმოჩნდა შემთხვევით, მაღალი ძაბვის ანძის დადგმის დროს. ნამოსახლარი განლაგებულია თხემმოსწორებულ, მაღალ ბორცვზე, რომელსაც ტერასა შემოსდევს. ტერასას გარშემო მცირე შემაღლება აქვს, რომელიც გალავნის ნაშთის შთაბეჭდილებას ტოვებს. ბორცვი დაუზიანებელია, რის გამოც ზედაპირული მასალის შეკრება არ მოხერხდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]