კუროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუროვის გერბი

კუროვი (პოლ. Kurów) სოფელია სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში, მდებარეობს პულავსა და ლიუბლინს შორის, მდინარე კუროვკაზე. ის გმინას ადმინისტრაციული ცენტრია ლიუბლინის სავოევოდოში და ჰყავს 2782 მოსახლე (2006 წლის აღრიცხვით).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1431-1442 წლებში სოფელს ქალაქის სტატუსი მიენიჭა მაგდებურგის კანონის შესაბამისად. როგორც დამოუკიდებელი ქალაქი ის წარმოადგენდა სურსათის სავაჭრო ცენტრს ახლომდებარე რაიონებისთვის. აქვე მდებარეობდა რამდენიმე ბეწვეულისა და ტყავეულის წარმოების ფაბრიკა. მე-16 საუკუნეში ამ ქალაქში პოლონელ ბრეთრენთა დასახლების გამო ის კალვინიზმის ერთ-ერთი ცენტრი გახდა. 1660 წლისთვის ქალაქის მცხოვრებთა უმრავლესობა არიანიზმის მიმდევარი გახდა.

ცნობილი კუროველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქ დაიბადა პოსტკომუნისტური პოლონეთის პირველი პრეზიდენტი ვოიცეხ იარუზელსკი.