კურია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კურია (ლათ. curiae) — რომაელი მოქალაქეების დაჯგუფების სახელი ძველ რომში. მას სარწმუნოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, თითოეულ კურიას მეთაურობდა კურიონი. ძველ რომში კურიათა რაოდენობა 30-მდე აღწევდა, თითოეული კურია ათ გვარს აერთიანებდა, ხოლო ათი კურია ერთ ტრიბს აყალიბებდა. კურიაში შემავალი ასაკოვანი მამაკაცები დღესასწაულების, მსხვერპლის შეწირვისა და საერთო საკითხების განსახილველად ერთად იკრიბებოდნენ. მათ კრებებს კურიატული კომიციები ეწოდებოდა. კრება პალატინის გორაზე მიმდინარეობდა. საერთო კრებაზე ხმის მიცემა კურიების მიხედვით წარმოებდა და თითოეულ კურიას 1 ხმა ეკუთვნოდა.

შუა საუკუნეებში სამეფო საბჭოს ხშირად კურია ეწოდებოდა. დღეს კურია ასევე ეწოდება რომის კათოლიკური ეკლესიისკურიას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წერეთელი ა., ძველი რომი, ტ. 1-2, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1961.