კუთხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კუთხე (მრავალმნიშვნელოვანი).
კუთხე

კუთხე —– გეომეტრიული ფიგურა, სიბრტყის ნაწილი, რომელიც მოქცეულია საერთო სათავის მქონე ორ განსხვავებულ სხივს შორის. საერთო სათავეს, საწყის წერტილს, რომლიდანაც ეს ორი სხივი იწყება, წვერო ეწოდება, ხოლო სხივებს – კუთხის გვერდები. კუთხე შეიძლება განლაგდეს (დაიხაზოს) სამ წერტილზე, რომელთაგან ერთი წვეროა, ხოლო დანარჩენი ორი კუთხის ორივე გვერდზე დევს. კუთხის აღსანიშნავად ხმარობენ ნიშანს „“. კუთხე, რომლის წვეროა A, ხოლო სხვადასხვა გვერდებზე დევს B და C წერტილები (იხ. სურათი), აღინიშნება ასე: \angle A ან \angle BAC; მეორენაირი აღნიშვნის დროს, შუაში იწერება წვეროს აღმნიშვნელი ლათინური ასო. კუთხის სიდიდე გრადუსებით იზომება. ყოველ კუთხეს დადებითი გრადუსული ზომა აქვს. გრადუსული ზომების მიხედვით კუთხეებს ყოფენ შემდეგ ჯგუფებად:

  • მახვილი ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ნაკლებია 90°-ზე და მეტია 0°-ზე.
  • ბლაგვი ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ნაკლებია 180°-ზე და მეტია 90°-ზე.
  • მართი ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ტოლია 90°-ის.
  • გაშლილი ეწოდება კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა 180°–ს უდრის.

კუთხეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუთხეები მიხედვით შეიძლება დაიყოს გრადუსული ზომების მიხედვით

მახვილი კუთხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მახვილი კუთხე

მახვილი კუთხე ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ნაკლებია 90o-ზე და მეტია 0o-ზე.

ბლაგვი კუთხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლაგვი კუთხე ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ნაკლებია 180o-ზე და მეტია 90o-ზე.

მართი კუთხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მართი კუთხე ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ტოლია 90°-ის.

გაშლილი კუთხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაშლილი კუთხე ეწოდება კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა 180°ს უდრის.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კუთხე&oldid=2996163“-დან