შინაარსზე გადასვლა

კრისტინ ბარანსკი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტინ ბარანსკი
დაბადების თარიღი 2 მაისი, 1952
ბუფალო, ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
ეთნიკურად პოლონელი
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი, პროდიუსერი
აქტიური 1974-დღემდე
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) მეთიუ კოულსი
(ქ. 1983; გარდ. 2014)
შვილ(ებ)ი 2

კრისტინ ბარანსკი (ინგლ. Christine Baranski; დ. 2 მაისი, 1952, ბუფალო, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და პროდიუსერი. ემის ჯილდოს მფლობელი. სახელი გაითქვა ისეთი როლებით, როგორებიცაა: დაიან ლოკჰარტი სერიალიდან „კარგი ცოლი“, დოქტორი ბევერლი ჰოფსტედერი სერიალიდან „დიდი აფეთქების თეორია“, ამანდა ფილმიდან „ვინ არის საიმონ მილერი?“, მერი სანშაინი მიუზიკლიდან „ჩიკაგო“, ტანია ჩეშეიმი ფილმიდან „მამა მია!“, მართა მეი ფილმიდან „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“ და ა.შ.

ბავშვობა და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტინ ბარანსკი დაიბადა 1952 წლის 2 მაისს ქალაქ ბუფალოში, ნიუ-იორკის შტატში. იგი არის ვირჯინია ბარანსკისა (ქალიშვილობის გვარია მუზაროვსკი) და ლუსიენ ბარანსკის შვილი[1][2]. წარმოშობით პოლონელია და მისი ბებია-ბაბუები პოლონურ თეატრში მუშაობდნენ[3][4]. იგი პოლონელ კათოლიკედ აღიზარდა და დაამთავრა ვილა მარიას სკოლა[5][6]. მოგვიანებით იგი ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც დაამთავრა ჯულიარდის სკოლა[7] და უმაღლესი განათლებაც ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მიიღო.

კრისტინ ბარანსკი 2015 წელს.

კრისტინ ბარანსკის სამსახიობო დებიუტი 1977 წელს შედგა სერიალში „დიდი დანაკარგი“ შესრულებული დების ეპიზოდური როლით. 1982 წელს სერიალში „სხვა სამყარო“ ითამაშა ბევერლი ტაკერის როლი, რასაც 1984 წელს მოჰყვა სერიალში „ყველა ჩემი შვილი“ მიღებული იულველირის როლი. 1995-1998 წლებში მარიან თრორპის როლს ასულებდა სერიალში „სიბილი“.

2000 წელს მართა მეის როლი შეასრულა ფილმში „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“, სადაც მასთან ერთად გამოჩენილი ამერიკელი მსახიობი ჯიმ კერიც თამაშობდა. ამას მოჰყვა 2002 წელს მიუზიკლში „ჩიკაგო“ შესრულებული ჟურნალისტ მერი სანშაინის როლი. 2003-2004 წლებში ანია ბრენანის როლს ასრულებდა სერიალში „ბედნიერი ოჯახი“.

2005 წელს ამელია ფონ ბატჩი გაახმოვანა ანიმაციურ ფილმში „სკუბი დუ! სად არის ჩემი დედიკო?“. 2006 წელს ანიმაციურ სერიალში „ამერიკელი მამიკო !“ გაახმოვანა უსახლკარო ქალი.

2006 წელს ფილმში „ბონევილი“ ითამაშა ფრანსინის როლი. 2008 წელს ფილმში „მამა მია!“ შეასრულა ტანია ჩეშეიმის როლი. 2009 წელს სერიალში „მახინჯი ბეტი“ მიიღო ვიქტორია ჰარტლის ეპიზოდური როლი.

კრისტინ ბარანსკი 2010 წელს.

2009 წელს იგი სერიალში „დიდი აფეთქების თეორია“ დაამტკიცეს ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ფიზიკოს ლეონარდ ჰოფსტედერის დედის, დოქტორ ბევერლი ჰოფსტედერის როლზე. მას მთავარი როლი არ აქვს, თუმცა მთელი სერიალის განმავლობაში ხშირად ჩნდებოდა სხვადასხვა ეპიზოდში. იგი სერიალში მის დასრულებამდე, ანუ 2019 წლამდე მონაწილეობდა.

ასევე 2009 წელს სერიალში „კარგი ცოლი“ დაამტკიცეს მთავარ, დაიან ლოკჰარტის როლზე. ამ სერიალში იგი 2016 წლამდე თამაშობდა. 2011 წელს ფილმში „ვინ არის საიმონ მილერი?“ მიიღო ამანდას როლი.

2017 წელს იგი გადაიღეს ფილმში „ცუდი დედების შობა“, სადაც განასახიერებდა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ემის დედას, მისის რუთს, რომელიც განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა. 2018 წელს ფილმში „მამა მია! ისევ დავიწყეთ“ კვლავ ტანია ჩეშეიმის როლი მიიღო. 2017 წლიდან დღემდე იგი დაიან ლოკჰარტის როლს ასრულებს სერიალში „კარგი ჩხუბი“[8].

კრისტინ ბარანსკი 1983 წლის ოქტომბერში დაქორწინდა მსახიობ მეთიუ კოულსზე, რომელიც 2014 წლის 22 მაისს გარდაიცვალა[2][9]. მისგან კრისტინს ორი ქალიშვილი დარჩა: იზაბელი (დაიბადა 1984 წელს) ადვოკატი, და ლილი (დაიბადა 1987 წელს), მსახიობი[10][11]. კრისტინ ბარანსკი აღმსარებლობით კათოლიკეა[12].

  1. "Christine Baranski – Family and Companions – Yahoo!7 Movies" დაარქივებული 2007-03-14 საიტზე Wayback Machine. Archived 2007-03-14 at the Wayback Machine movies.yahoo.com
  2. 2.0 2.1 "Christine Baranski Biography (1952–)" filmreference.com, accessed April 29, 2011
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-05. ციტირების თარიღი: 2020-03-08.
  4. Triplett, William (May 12, 2002). "For Baranski, A Most Meaty Opportunity; In 'Sweeney Todd,' Actress Sinks Her Teeth Into a Singing Role". The Washington Post. HighBeam Research. Archived from the original on November 6, 2012.
  5. Rousuck, J. Wynn (May 21, 2006). "The lady has it: Christine Baranski stars in 'Mame' for the 2nd time" დაარქივებული 2013-09-28 საიტზე Wayback Machine. . The Baltimore Sun.
  6. Gans, Andrew (June 16, 2006). "DIVA TALK: Chatting with Mame's Christine Baranski". Playbill.com. Archived from the original on August 29, 2008.
  7. Shulman, Randy (June 8, 2006)."Christine Baranski: TV and stage actress talks about starring in 'Mame' and 'Cybill'". MetroWeekly.com.
  8. Poniewozik, James."Review: On ‘The Good Fight,’ a Lawyer Claws Her Way Back to Normal" New York Times, February 16, 2017
  9. Simonson, Robert. "Matthew Cowles, Actor and Husband of Christine Baranski, Dies" Archived 2014-05-27 at the Wayback Machine playbill.com, May 27, 2014
  10. Klein, Alvin (January 25, 1998). "THEATER; Being Irish And Being Married". The New York Times. Retrieved April 30, 2010.
  11. Colbert, Stephen (host) (28 April 2016). "Christine Baranski". The Late Show with Stephen Colbert. Season 1. Episode 131. CBS. Archived from the original on 11 October 2016. Retrieved 1 May 2016.
  12. http://www.ncregister.com/daily-news/where-the-stars-go-to-pray-the-churches-of-hollywood