კრეტული ძაღლის ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრეტული ძაღლის ენა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  ძაღლის ენა
სახეობა:  კრეტული ძაღლის ენა
ლათინური სახელი
Cynoglossum creticum Mill., 1768
სინონიმები
სია
    • Cynoglossum amplexicaule Lam.
    • Cynoglossum atlanticum Murb.
    • Cynoglossum berteri Colla
    • Cynoglossum creticum var. atlanticum (Murb.) Maire
    • Cynoglossum creticum var. doumerguei Sennen & Mauricio
    • Cynoglossum creticum var. pictum (Ait.) Maire
    • Cynoglossum pictum Aiton
    • Cynoglossum siculum Guss.

კრეტული ძაღლის ენა (ლათ. Cynoglossum creticum) — ორწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. ღერო 20-80 სმ სიმაღლისაა, სწორი, დატოტვილი, მარტოული ან რამდენიმე. მთელი მცენარე შებუსულია რბილი, მონაცრისფრო ბეწვით. ფოთლები ლანცეტაა, ქვედა ფოთლები გრძელ ყუნწშია წარზიდული, ზედა ფოთლები მჯდომარეა. ხვეულები მცირეყვავილიანია, შეკრებილი დამოკლებულ საგველად. გვირგვინი ცისფერია, მუქი ლურჯი ძარღვების ბადით. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-აგვისტოში.[1]

იზრდება დაბლობსა და მთის ქვედა სარტყელში — მშრალ, ქვიან ადგილებში, ტყისპირა ადგილებში, ბუჩქნარებში. გავრცელებულია მთელ კავკასიაში, სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიაში, ჩრდილოეთ ირანში, შუა აზიაში. გვხვდება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 96.