კრესტოვსკის კუნძული (სანქტ-პეტერბურგი)
იერსახე
მშობ. სახელი: Крестовский остров | |
---|---|
გეოგრაფია | |
კოორდინატები | 59°58′20″ ჩ. გ. 30°15′08″ ა. გ. / 59.97222° ჩ. გ. 30.25222° ა. გ. |
ფართობი | 4,2[1] კმ² |
რუსეთი | |
ქალაქი | სანქტ-პეტერბურგი |
კრესტოვსკის კუნძული (რუს. Крестовский остров) — კუნძული სანქტ-პეტერბურგში, მდებარეობს ქალაქის დასავლეთ ნაწილში, პეტროგრადის რაიონის ტერიტორიაზე, მდინარე ნევის დელტაში. კუნძულის ფართობია 4,2 კმ²-ს შეადგენს.
ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ჯერ კიდევ სანქტ-პეტერბურგის დაარსებამდე, კუნძულზე იდგა სამლოცველო, რომელსაც დიდი ჯვარი ჰქონდა. სწორედ ამიტომ დაერქვა კუნძულს კრესტოვსკი (ჯვაროვანი). მეორე ლეგენდის თანახმად, როდესაც ნატალია ალექსეევნას სახლი უნოძეს, მის ეზოში მშენებლებმა დიდი ჯვარი იპოვეს. ასევე, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად კუნძულს სახელი მისსავე ცენტრში მდებარე ჯვრისებრი ფორმის ტბის გამო დაერქვა.[2]
ჩრდილოეთიდან ესაზღვრება — საშუალო ნევკა, სამხრეთიდან — პატარა ნევკა, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — კრესტოვკა. დასავლეთი მხარე გადის ფინეთის ყურეზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ленинград. Историко-географический атлас, М.: Главное управление геодезии и картографии при Совете министров СССР, 1981.
- Санкт-Петербург: Энциклопедия, М.: Российская политическая энциклопедия, 2006.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Санкт-Петербург. Петроград. Ленинград. Энциклопедический справочник. — М.:научное издательство «Большая Российская Энциклопедия».1992 — с.295
- ↑ Прогулки по Кировским островам в прошлом веке. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-28. ციტირების თარიღი: 2021-01-22.