კრასნოიარსკის წყალსაცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კრასნოიარსკის წყალსაცავი

კრასნოიარსკის წყალსაცავი (რუს. Красноярское водохранилище) — წყალსაცავი მდინარე ენისეიზე, რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში. შექმნილია კრასნოიარსკის ჰესის კაშხალით. წყალსაცავი აივსო 1967-1970 წწ.

ფართობი 2000 კმ², მოცულობა 73,3 კმ³, სიგრძე 388 კმ, მაქსიმალური სიგანე 15 კმ, საშუალო სიღრმე 37 მ, უდიდესი სიღრმე - 105 მ. წყალსაცავის დონე ცვალებადობს 18 მ-ის ფარგლებში.

კრასნოიარსკის წყალსაცავი შეიქმნა ენერგეტიკული და წყლის ტრანსპორტის განვითარების მიზნით. თევზჭერა.

კაშხალთან მდებარეობს ქალაქი დივნოგორსკი.

კრასნოიარსკის წყალსაცავს ჩაერთვის რამდენიმე დიდი მდინარე, მ.შ. აღსანიშნავია : ტუბა, სისიმი, კრასნოტურანსკი და სხვ. ბევრია ყურე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 6, გვ. 19, თბ., 1983.