კრასნოიარსკის ჰიდროელექტროსადგური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრასნოიარსკის ჰიდროელექტროსადგური

კრასნოიარსკის ჰიდროელექტროსადგური (რუს. Красноярская ГЭС) — ჰიდროელექტროსადგური რუსეთში.

ჰესი მდინარე ენისეიზე მდებარეობს და მსოფლიოში მეათე უდიდესი ჰიდროელექტროსადგურია. ჰესის მშენებლობა 1956 წელს დაიწყო და 1972-ში დამთავრდა. კრასნოიარსკის დამბა 124 მეტრი სიმაღლისაა და 1 065 მეტრი სიგრძის. ელექტროსადგური შედგება 12 გენერატორისგან და თითოეული მათგანის სიმძლავრე 500 მეგავატია. ტურბინები და გენერატორები ჰესისთვის ლენინგრადის მეტალურგიულმა ქარხანამ დაამზადა. კომპანია „ჰიდროენერგოპროექტმა“ კი სადგურის გეგმა შექმნა და ააშენა. სადგური ყოველწლიურად 18.4 ტერავატ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]