კრაბატი (ფილმი)
იერსახე
„კრაბატი“ | |
---|---|
რეჟისორი | მარკო კროიცპაინტნერი |
სცენარის ავტორი | მარკო კროიცპაინტნერი, მიხაელ გუტმანი, ოტფრიდ პროისლერი |
როლებში |
დევიდ კროსი დანიელ ბრული პაულა კალენბერგი |
გამოსვლის თარიღი | 2008 |
ქვეყანა | გერმანია |
ენა | გერმანული |
საიტი | http://www.krabat-blog.de |
კრაბატი — რეჟისორ მარკო კროიცპაინტნერის ფილმი, გადაღებული მწერალ ოტფრიდ პროისლერის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. იგი გამოვიდა 2008 წლის ოქტომბერში.
შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ბიჭუნა კრაბატს სიზმარში ესმის უცნობი ხმა, რომელიც უხმობს ძველ წისქვილში. იქ მისული კრაბატი ხედავს მეწისქვილეს, რომელიც შესთავაზებს შეგირდად დარჩენას. მაგრამ ამის გარდა, წისქვილში სწავლობენ შავ მაგიას. კრაბატი აღმოაჩენს, რომ, ყველაფერთან ერთად, ყოველ წელს მეწისქვილე/ოსტატი კლავს ერთ შეგირდს და შეგირდთა გუნდს ემატება ერთი ახალი ბიჭი. აქ ცხოვრების მესამე წელს წისქვილში მოვა გოგონა-მომღერალი (რომელიც წელიწადში ერთხელ სხვა გოგონებთან ერთად ღამის რიტუალში მონაწილეობს). იგი ამოიცნობს კრაბატს ყვავად გადაქცეულ ბიჭუნებში და ყველა ტოვებს წისქვილს. წისქვილი ინგრევა.