კო-პანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
კო-პანი
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
პროვინცია ფანგნგა
კოორდინატები 8°20′08″ ჩ. გ. 98°30′11″ ა. გ. / 8.33556° ჩ. გ. 98.50306° ა. გ. / 8.33556; 98.50306
ცენტრის სიმაღლე 0
მოსახლეობა 1 685 კაცი
სასაათო სარტყელი UTC+07:00
კო-პანი — ტაილანდი
კო-პანი

კო-პანი (ტაი. เกาะปันหยี) — სოფელი ტაილანდში. მდებარეობს ფანგნგის პროვინციაში. სოფელში დგას ინდონეზიელი მეთევზეების მიერ ოჩოფეხებზე აგებული სახლები. მოსახლეობა შეადგენს 360 ოჯახს ანუ 1 685 ადამიანს.

კო-პანის დასახლება დააარსეს მალაიელმა მეთევზეებმა XVIII საუკუნის ბოლოს[1]. სოფელს მალაურ ენაზე პულაი-პანჯი ეწოდება.

სოფელში არის მუსულმანური სკოლა სადაც ერთად სწავლობენ გოგონები და ვაჟები. ამ განათლების არაფორმალური სახის გამო ზოგიერთი ვაჟი სასწავლებლად დადის ფუკეტში. სოფელში არის მოცურავე საფეხბურთო მოედანი, რომელიც 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შთაგონებით ააშენეს ბავშვებმა ჯართისაგან, ხეებისაგან და ტივებისგან.

XX საუკუნეში მოსახლეობისათვის მეთევზეობა უკვე აღარ იყო შემოსავლიანი და მოთხოვნილებამ განაპირობა ტურიზმის განვითარება.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Phang-nga : Attractions / Phang-nga Town. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-01. ციტირების თარიღი: 2016-08-05.