კოშენილის კაქტუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოშენილის კაქტუსი (ლათ. Nopalea cochenillifera) — ხისებრი ან ბუჩქისებრი კაქტუსი, რომელზედაც ბინადრობს და იკვებება მწერი კოშენილი. კოშენილის კაქტუსის სიმაღლე 3-4 მ აღწევს, ბრტყელი, დანაწევრებულ ღეროებით ოპუნციას წააგავს.

მისი სამშობლოა მექსიკა და ტროპიკული ცენტრალური ამერიკა. XIX საუკუნის დასაწყისში კულტივირებული იყო ესპანეთში, ალჟირში, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკაში კოშენილის მოშენების მიზნით, რომელსაც კარმინის მისაღებად იყენებდნენ, ამჟამად კოშენილის კაქტუსის პლანტაციები ძირითადად ტროპიკულ ამერიკასა და კანარის კუნძულებზეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]