კოულ სპროუსი
კოულ სპროუსი | |
---|---|
![]() სპროუსი San Diego Comic-Con-ზე, 2019 წელს. | |
დაბადების სახელი | კოულ მიტჩელ სპროუსი |
დაბადების თარიღი |
4 აგვისტო, 1992 არეცო, იტალია |
ეროვნება | ამერიკელი |
ალმა-მატერი | ნიუ-იორკის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური |
1993-2012 2017-დღემდე |
ნათესავები | დილან სპროუსი (ტყუპი) |
კოულ მიჩელ სპროუსი (ინგლ. Cole Mitchell Sprouse; დ. 4 აგვისტო, 1992)[1] — ამერიკელი მსახიობი. არის დილან სპროუსის ტყუპი, ცნობილია დისნეის სერიალში „The Suite Life of Zack & Cody“ კოდი მარტინის შესრულებული როლით. 2017 წელს სპროუსმა The CW-ს სატელევიზიო სერიალში „რივერდეილი“ ჯაგჰედ ჯონსის როლის თამაში დაიწყო.
ადრინდელი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კოულ მიჩელ სპროუსი 1992 წლის 4 აგვისტოს არეცოში, იტალიაში დაიბადა. არის ამერიკელების, მეთიუ სპროუსისა და მელანი რაიტის უმცროსი ვაჟი. კოული მისი ტყუპისცალის, დილან სპროუსის დაბადებიდან 15 წუთის შემდეგ დაიბადა.[2] მის ძმას, დილანს, კოულის მსგავსად სამსახიობო კარიერა აქვს. ტყუპების დაბადებიდან 4 თვის შემდეგ ოჯახი ლონგ-ბიჩში, კალიფორნიაში დაბრუნდა საცხოვრებლად.[3]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Dylan Sprouse: Biography. TV Guide. ციტირების თარიღი: December 3, 2013.
- ↑ Mad Kids (May 2006). „The Mad Kids Chatroom: This Month: Dylan & Cole Sprouse“. Mad Kids. 1 (#3): 26–28.
- ↑ „Little Sprouses“. People (Special Collector's Edition: Dylan and Cole: Zack & Cody): 14. May 2009. ციტირების თარიღი: March 8, 2019.