კოტა (რაჯასტანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კოტა
ჰინ. कोटा
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი რაჯასტანი
კოორდინატები 25°10′23″ ჩ. გ. 75°51′10″ ა. გ. / 25.17306° ჩ. გ. 75.85278° ა. გ. / 25.17306; 75.85278
ქალაქის მერი მაჰეშ ვიჯაი
დაარსდა 1631
ფართობი 527 კმ²
ცენტრის სიმაღლე 271
მოსახლეობა 1 001 365 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი +91744
საფოსტო ინდექსი 324001
კოტა (რაჯასტანი) — ინდოეთი
კოტა (რაჯასტანი)

კოტა (ჰინ. कोटा) — ქალაქი ინდოეთში, რაჯასტანის შტატში, მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობის მიხედვით რაჯასტანის შტატში მესამე ქალაქია (ჯაიპურისა და ჯოდპურის შემდეგ) და 47-ე ინდოეთის ქალქებს შორის 1 001 365 კაციანი მოსახლეობით (2011 წლის აღწერა). ქალაქი კოტა მდებარეობს შტატის დედაქალაქ ჯაიპურიდან სამხრეთით 240 კილომეტრში, მდინარე ჩამბალის ნაპირზე.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი კოტა მდებარეობს რაჯასტანის შტატის სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან საშუალო სიმაღლეა 271 მეტრი. ქალაქი მდებარეობს რაჯასტანის სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონის ცენტრში, მდინარე ჩამბალის ხეობაში, მალვის მთიანეთზე. სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისაკენ ქალაქს კვეთს მოკანდარის ბორცვი.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოტის კლიმატი ტროპიკული და ნახევრადმშრალია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მაღალი ტემპერატურით ხასიათდება. ზაფხული ხანგრძლივია, ცხელი და არიდული, იწყება მარტის ბოლოს და გრძელდება ივნისის ბოლომდე. მუსონების სეზონისთვის ხასიათდება შედარებით დაბალი ტემპერატურით. მუსონების სეზონების დასასრულს, ოქტომბერში, ტემპერატურა კვლავ იზრდება. მცირე და რბილი ზამთარი იწყება ნოემბერში და გრძელდება თებერვლის ბოლომდე. ზამთრის საშუალო ტემპერატურაა 26,7 °C, ხოლო მინიმუმი 12 °C.

საშუალო წლიური ნალექების რაოდენობაა 761 მმ. ნალექების უმეტესი ნაწილი მოდის სამხრეთ-დასავლეთის მუსონებზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოტა მდებარეობს ჰადოტის ისტორიულ ოლქში. XIV საუკუნეში ქალაქი გარშემორტყმული იყო კედლებით, ხოლო 1625 წელს იგი გახდა რაჯპუტის სამთავროს ცენტრი. დიდ მოგოლთა იმპერიის დაშლის შემდეგ ადგილობრივმა რაჯებმა მოახერხეს თავიანთი დამოუკიდებლობის დაცვა ჯაიპურის მმართველებთან სისხლიან ომებში.

1818 წელს, ბრიტანელებმა დაარწმუნეს რაჯა, რომ მათთან დაედო არათანასწორი ხელშეკრულება სამხედრო და პოლიტიკური დახმარების შესახებ. ამის შემდეგ კოტის სამთავრომ დაკარგა პოლიტიკური დამოუკიდებლობა და რაჯპუტანის სააგენტოს კონტროლის ქვეშ მოექცა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ კოტის მოსახლეობის რაოდენობაა 1 001 365 ადამიანი, საიდანაც 529 795 მამაკაცია და 471 570 ქალი. ყოველ 906 ქალზე მოდის 1000 კაცი და ქალაქის მოსახლეობის 12,74 % 6 წელზე მცირე ასაკის ბავშვები არიან. წიგნიერების დონე 83,65 % (კაცებს შორის - 90,56%, ქალებს შორის 75,90%).

რელიგიური შემადგენლობა კი ასეთია: 77 % - ინდუისტია, 18 % - ისლამის მიმდევარი, 3,7 - ჯაინიზმს მისდევს, 0,4 - ქრისტიანია.

ეკონომიკა და ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი რეგიონის მთავარი სავაჭრო ცენტრია. მრეწველობიდან განვითარებულია ბამბეულის მრეწველობა, ამზადებენ რძის პროდუქტებსაც. ქალაქ კოტაზე გადის ეროვნული ტრასა № 12 (ჯაიპური — ჯაბალპური) და № 76. უახლოესი მოქმედი აეროპორტი მდებარეობს ჯაიპურში. კოტას გაააჩნია საკუთარი აეროპორტიც, მაგრამ 1997 წლის შემდეგ რეგულარულ რეისებს აღარ იღებს[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Airports fail to lure airlines“. The Times of India. 9 October 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 4 February 2012. დახრილი (კურსივი) ან მუქი ტექსტი არ არის დაშვებული |newspaper=-ში (დახმარება)