კოსოვოს ეროვნული გალერეა
კოსოვოს ეროვნული გალერეა | |
---|---|
| |
42°39′17″ ჩ. გ. 21°10′07″ ა. გ. / 42.65472° ჩ. გ. 21.16861° ა. გ. | |
დაარსდა | 1979 |
ქვეყანა |
![]() |
მდებარეობა | პრიშტინა |
ექსპონატი | 896 |
დირექტორი | არტა აღანი |
ოფიციალური საიტი | galeriakombetare-rks.com/al |
![]() |
კოსოვოს ეროვნული გალერეა (ალბ. Galeria Kombëtare e Arteve e Kosova) — სამხატვრო გალერეა საუნივერსიტეტო ქალაქ პრიშტინაში, კოსოვოს ეროვნული ბიბლიოთეკის უკან. დაარსდა 1979 წლის თებერვალში.[1]
ეს არის კოსოვოს რესპუბლიკის ყველაზე დიდი ინსტიტუტი სახვითი ხელოვნების სფეროში. გალერეა უზრუნველყოფს საგამოფენო სივრცეს ადგილობრივი და საერთაშორისო მხატვრების გამოფენებისთვის. ასევე, აქვეყნებს წიგნებს, კატალოგებს და ბროშურებს.[2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შენობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოსოვოს ეროვნული სამხატვრო გალერეის შენობა დაახლოებით 1935 წელს აშენდა, როგორც იუგოსლავიის არმიის სამხედრო ყაზარმა. 1955 წლიდან 1981 წლამდე იქ ბიბლიოთეკა იყო განთავსებული. 1982-1983 წლებში არქიტექტორმა აგუშ ბეკირმა შენობა რევოლუციური მუზეუმის საგამოფენო დარბაზად გადააკეთა. 1995 წელს იქვე მდებარეობდა ამჟამინდელი სამხატვრო გალერეა.
შენობის ფასადი მორთულია პეჩის მიმდებარე ტერიტორიის ქვებით.[3]
დაარსება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოსოვოს ეროვნული სამხატვრო გალერეა 1979 წელს სახვითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენისა და ხელოვნების ღირებული ნამუშევრების შეგროვებისა და შენახვის მიზნით დაარსდა. მას სახელი ეწოდა ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი კოსოვოელი მხატვრის, მუსლიმ მულიკას პატივსაცემად. გალერეა შეიქმნა კოსოვოს კულტურის ვიზუალური დემონსტრირების აუცილებლობის გამო.
ბოლო ათი წლის განმავლობაში, კოსოვოს ეროვნულმა სამხატვრო გალერეამ როგორც ეროვნული, ისე უცხოელი მხატვრების 200-ზე მეტი კოლექტიური და ინდივიდუალური გამოფენა მოაწყო. 2013 წლიდან გალერეის დირექტორი არტა აღანია.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Komuna Prishtine - Qyteti. kk.rks-gov.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-02. ციტირების თარიღი: 2014-03-02.
- ↑ Galeria e Arteve e Kosovës | AKADEMIA EVOLUCION - Bachelor & Master. akademiaevolucion.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-09. ციტირების თარიღი: 2014-03-02.
- ↑ Southeast Europe: People and Culture: Kosovo Art Gallery. southeast-europe.eu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-11. ციტირების თარიღი: 2014-03-02.
- ↑ Galeria Kombëtare e Kosovës zgjedh drejtorin e ri. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-22. ციტირების თარიღი: 2017-04-23.