კონსტანტინე წერეთელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კონსტანტინე წერეთელი (დ. 4 თებერვალი, 1921, თბილისი — გ. 27 თებერვალი, 2004) — ქართველი ენათმეცნიერი.

1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ-აღმოსავლურ ენათა განყოფილება.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსების დღიდან (1960) იგი ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილებას. 1991 წლიდან მისი ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშო იქმნება ებრაულ-არამეული ფილოლოგიის კათედრა, რომელსაც უცვლელად ედგა სათავეში. 1994 წელს დაინიშნა განათლების სამინისტროსთან შექმნილი აღმოსავლურ ენათა სწავლების კოორდინაციის ცენტრის ხელმძღვანელად. მისმა შრომებმა არამეულ დიალექტოლოგიაში საფუძველი ჩაუყარა ამ სამეცნიერო დარგის პრობლემათა ფართო კვლევას და ბიძგი მისცა მსოფლიო ორიენტალისტიკაში მის ინტენსიურ განვითარებას. იგი ითვლება არამეული დიალექტოლოგიის მამათავრად. მეცნიერის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ქართულ-აღმოსავლურ ენობრივ და კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობებს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ამერიკის ორიენტალისტური საზოგადოება, საპატიო წევრი (1978-)
  • გერმანიის ორიენტალისტთა საზოგადოება, წევრი (1971-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1988-)
  • ხმელთაშუა ზღვის აუზის ცივილიზაციათა შემსწავლელი საერთაშორისო ასოციაცია, წევრი (1975-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1998 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1996 — ღირსების ორდენი
  • 1989 — გიორგი წერეთლის სახელობის პრემია
  • 1981 — საპატიო ნიშნის ორდენი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]