კონსტანტინე ვაჩნაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონსტანტინე ვაჩნაძე (დ. 5 დეკემბერი, 1858, კოლაგი — გ. 5 ოქტომბერი, 1914) — ქართველი სამხედრო პირი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავადური წარმოშობის, ლუთერანმა დაამთავრა იაროსლავის სამხედრო პროგიმნაზია და თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი. სამხედრო სამსახურში ჩადგა 1875 წლის 19 ივლისიდან. მსახურობდა გრენადერთა მე-16 მინგრელსკის პოლკში. სამხედრო წოდებები: პრაპორშჩიკი; პოდპორუჩიკი; პორუჩიკი; შტაბს-კაპიტანი. 1897 წელს კონსტანტინე ვაჩნაძემ ოფიცერთა სამწყობრო სკოლა დაამთავრა და წარმატებით განაგრძო კარიერული წინსვლა: კაპიტანი; პოდპოლკოვნიკი; პოლკოვნიკი; იგი რუსეთ-იაპონიისა (1904–1905) და პირველი მსოფლიო ომების მონაწილეა. 1909 წლიდან იყო თბილისის მე-15 გრენადერთა პოლკის მეთაურის მოადგილე; 8 წელი ხელმძღვანელობდა ასეულს, 5 წელი — ბატალიონს. 2014 წლის 20 მარტიდან მეთაურობდა შემახის 205-ე ქვეითთა პოლკს. კონსტანტინე ვაჩნაძე გარდაიცვალა ომში მიღებული ჭრილობებისგან 1914 წლის 5 ოქტომბერს. მას მიღებული ჰქონდა: წმ. სტანისლავისა (1907) და წმ. ანას (1909) II ხარისხის ორდენები; 1915 წლის 10 იანვარს კი იგი დააჯილდოვეს წმ. ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით, მახვილებითა და ბაფთით. გენერლის წოდება, სავარაუდოდ, მიენიჭა სიკვდილის შემდეგ. გენერალ-მაიორი იყო მისი ძმა, ალექსანდრე ვაჩნაძეც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დოლიძე ლ. გენერლები საქართველოდან. თბ., 2003. გვ.56.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]