კონსტანტინე ანთაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინე ანთაძე
სრული სახელი კონსტანტინე (კოტე) ანთაძე
დაბ. თარიღი 7 მაისი, 1929
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 26 ივნისი, 2006 (77 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
საქმიანობა ისტორიკოსი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი

კონსტანტინე (კოტე) ანთაძე (დ. 7 მაისი, 1929, თბილისი — გ. 26 ივნისი, 2006, იქვე) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.  

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტანტინე (კოტე) ანთაძე დაიბადა 1929 წლის 7 მაისს ქალაქ თბილისში. 1947-1952 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. 1952-1954 წლიდან თსუ-ს ასპიანტურაში. 1957 წლიდან ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, 1977 წლიდან ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

1956 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, ხოლო პარალელურად თსუ-ში. 1980 -2003 წლებში იყო თსუ-ს ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის გამგე. სიცოცხლის ბოლომდე ამავე კათედრის პროფესორი. მისი ძირითადი საკვლევი მიმართულება იყო საფრანგეთის რევოლუცია და XIX საუკუნის საქართველოს დემოგრაფია. იყო საუნივერსიტეტო და მსოფლიო ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი. ორი სადოქტორო დისერტაციის მეცნიერ-კონსულტანტი. მრავალი საკანდიდტო დისერტაციის ხელმძღვანელი და სამეცნიერო ნაშრომის რედაქტორი. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით (2003).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის ისტორიიდან, თბ., 1978. (ავტორი)
  • საქართველოს მოსახლეობა XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თბ., 1973. (ავტორი)
  • საფრანგეთის ისტორია, კულტურა, გეოგრაფია, თბ., 2005 ( თანაავტორი )
  • ახალი ისტორიის ქრესტომათია, თბ., 1979 (თანაავტორი)
  • შუა საუკუნეების ისტორია, სასკოლო სახელმძღვანელო, თბ., 2005 (თანაავტორი)
  • ახალი ისტორია, სასკოლო სახელმძღვანელო, თბ., 2005  (თანაავტორი)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კალანდაძე მ., კონსტანტინე ანთაძე, თბ., 2014.