კონსტანტინე ანდრონიკაშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონსტანტინე იოსების ძე ანდრონიკაშვილი (დ. 8 დეკემბერი/20 დეკემბერი, 1887, ყვარელი ― გ. 2 ივლისი, 1954, თბილისი), ქართველი რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1950), პროფესორი (1947).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

თბილისის კადეტთა კორპუსის დამთავრების შემდეგ სწავლობდა პარიზის სორბონის უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე (1906-1910)ფაკულტეტზე, პარალელურად ეუფლებოდა რეჟისურას "ოდეონის" დრამატული თეატრის სტუდიაში რეჟისორ ანტუანის ხელმძღვანელობით 1911-1931 წლებში რეჟისორად მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრში, 1931-1945 წლებში - რუსეთის თეატრებში (გორკი, როსტოვი, სარატოვი და სხვა), 1945-1947 წლებში - თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1945-1954 წლებში თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგია. დადგმები: შ. დადიანის "ვარამი" (1922), ი. გედევანიშვილის "სინათლე" (1924), გ. კაიზერის "გაზი" (1924), ტ. რამიშვილის "სტუმარმასპინძლობა" (1925), ვ. ჰიუგოს "რუი-ბლაზი" (სვერდლოვსკში, 1937), ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი" (1945), ვ. გაბისკირიას "მარტოხელა" (1946) და სხვა. ავტორია პიესებისა: "სიზმარი კოშკში", "სიყვარულის ყვავილი" და სხვა. თარგმნა: სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე", მოლიერის "გააზნაურებული მდაბიო", ლოპე დე ვეგას "თივა და ძაღლი" და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]