კონსტანტინე ანდრონიკაშვილი (რეჟისორი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კონსტანტინე ანდრონიკაშვილი.

კონსტანტინე იოსების ძე ანდრონიკაშვილი (დ. 20 დეკემბერი [ძვ. სტ. 8 დეკემბერი], 1887, ყვარელი — გ. 2 ივლისი, 1954, თბილისი) — ქართველი რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1950), პროფესორი (1947).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის კადეტთა კორპუსის დამთავრების შემდეგ სწავლობდა პარიზის სორბონის უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე (1906-1910), პარალელურად ეუფლებოდა რეჟისურას „ოდეონის“ დრამატული თეატრის სტუდიაში რეჟისორ ანტუანის ხელმძღვანელობით 1911-1931 წლებში რეჟისორად მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრში, 1931-1945 წლებში — რუსეთის თეატრებში (გორკი, როსტოვი, სარატოვი და სხვა), 1945-1947 წლებში — თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1945-1954 წლებში თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგია. დადგმები: შ. დადიანის „ვარამი“ (1922), ი. გედევანიშვილის „სინათლე“ (1924), გ. კაიზერის „გაზი“ (1924), ტ. რამიშვილის „სტუმარმასპინძლობა“ (1925), ვ. ჰიუგოს „რუი-ბლაზი“ (სვერდლოვსკში, 1937), ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“ (1945), ვ. გაბისკირიას „მარტოხელა“ (1946) და სხვა. ავტორია პიესებისა: „სიზმარი კოშკში“, „სიყვარულის ყვავილი“ და სხვა. თარგმნა: სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, მოლიერის „გააზნაურებული მდაბიო“, ლოპე დე ვეგას „თივა და ძაღლი“ და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]