კონდამიანის ქვაბები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონდამიანის ქვაბები — კდლეში ნაკვეთი კომპლექსი, არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ კისისხევის დასავლეთით, ხეობაში. თარიღდება შუა საუკუნეებით.

ძეგლი წარმოადგენს კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულების სისტემას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია გვირაბიანი და აივნიანი გასასვლელებით. ამჟამად ზოგი მათგანი ჩამონგრეულია და ერთი გამოქვაბულიდან მეორეში გადასვლა ვერ ხერხდება. მღვიმეები განლაგებულია გარკვეულ სისტემით და შექმნილია რამდენიმე ჰორიზონტარული მწკრივი, გამოქვაბულები ინტერიერში, ალაგ-ალაგ შელესილია დუღაბით. ოთახებში მოწყობილი იყო ჭები და წყლის რეზერვუარები. ადგილობრივი მოსახელობის თქმით, ქვაბებში ეკლესიაც ყოფილა გამოკვეთილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]