კონგო (შიმპანზე)
იერსახე
„კონგო“ (1954–1964) — შიმპანზე, რომელმაც ისწავლა ხატვა. ზოოლოგმა დესმონდ მორისმა პირველად მაშინ შენიშნა კონგოს შესაძლებლობები, როდესაც ამ უკანასკნელმა ორი წლის ასაკში ხელში აიღო ფანქარი და ქაღალდზე ხატვას შეუდგა. ოთხი წლის ასაკში კონგოს უკვე 400-მდე ნახატი ჰქონდა შესრულებული. მისი სტილი დაახასიათეს, როგორც ლირიკული აბსტრაქტული იმპრესიონიზმი.[1]
ცნობილ ესპანელ მხატვარ პაბლო პიკასოს ძალიან მოსწონდა კონგოს ნახატები. მისი ერთ-ერთი ნახატი სტუდიო ოთახშიც კი ეკიდა.
2005 წლის 20 ივნისს კონგოს ნახატები წარმოდგენილი იყო „ბონჰემის“ აუქციონზე რენუართან და უორჰოლთან ერთად. საინტერესოა, რომ შიმპანზეს ნახატები 26,000 დოლარის ფარგლებში გაიყიდა, ხოლო რენუარსა და უორჰოლს მყიდველი არ გამოუჩნდა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Waldemar Januszczak (2005-09-25). „Congo the chimpanzee“. TimesOnline. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-16. ციტირების თარიღი: 2008-12-12.