კომონდორი
წარმოშობის ქვეყანა | უნგრეთი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
| |||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
კომონდორი (უნგრ. Komondor) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია უნგრეთში ანტიკურ ხანაში.
ფიქრობენ, ეს ყველაზე მსხვილი უნგრული მეცხვარე ძაღლები ახლდნენ მადიარების ტომებს, რომლებიც 1000 წლის წინათ აღმოსავლეთიდან უნგრეთში მოვიდნენ. პირველად დასახელება "კომონდორი" 1544 წელსაა ნახსენები, თუმცა ოფიციალურად თანამედროვე ჯიშმა აღიარება მხოლოდ 1910 წელს მიიღო. კომონდორი მრავალი საუკუნეა უნგრეთში იცავს ცხვრებს და მსხვილ რქოსან საქონელს. კომონდორის დახვეული ბალანი მას უამინდობისა და მგლებისგან იცავს.
ბალანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. კომონდორი კარგი მოდარაჯეა, მის ამ თვისებას დღემდე იყენებენ ჩრდილოეთ ამერიკაში ნახირის კოიოტებისგან დასაცავად. კომონდორები პატარაობიდანვე ცხვრებთან ერთად იზრდებიან და მათ ცხვრებთან ერთად კრეჭენ. კომონდორი კარგი კომპანიონია, მაგრამ ბალანს მუდმივი ყურადღება სჭირდება. კომონდორი კარგად იტანს სიცივეს და ვერ ეგუება სიცხეს. ვერ ეგუება, ასევე, ქალაქის პირობებში ცხოვრებას. კარგი მოდარაჯეა. აქვს ძლიერი ყბები და დიდი კბილები, კისერი დაკუნთულია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კომონდორი (ინგლისური)