შინაარსზე გადასვლა

კოლოსალური ორდერი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუვრის აღმოსავლეთის ფასადის კოლოსალური ორდერი.

კოლოსალური ორდერი — კლასიკურ არქიტექტურაში ორდერი, რომლის სვეტები და პილასტრები ორ ან მეტ სართულს სცილდება.

ამ ფორმის ერთ-ერთი ადრეული გამოყენების ნიმუშია სანტ ანდრეა დი მანტოვას ბაზილიკა, აგებული ლეონ ბატისტა ალბერტის მიერ 1472 წელს. რაფაელის ნახაზებიდან საკუთარი სასახლისთვის რომში შეიძლება დაისკვნას, რომ ამ შენობის ყველა ფასადს პილასტრების კოლოსალური ორდერი ჰქონდა, რომელთა სრული სიმაღლე, როგორც ნაკლები, ორ სართულს აღემატებოდა, გრანდიოზულობა, რომელიც უპრეცედენტო იყო სასახლეების დიზაინში იმ პერიოდში. როგორც ჩანს, მას ეს პროექტი გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე შეუქმნია, რის გამოც შენობის აგება ვერ მოხერხერბულა. ეს პროექტი შემდგომში დაამუშავა მიქელანჯელომ რომის კაპილოლიუმის ბორცვის სასახლეებისთვის (1564-68), სადაც მან კორინთული ორდერის კოლოსალური პილასტრები მცირე ზომის იონიურ სვეტებს შეუხამა, რომლებიც ზემო სართულის ფანჯრებს ამშვენებდა.

კოლოსალური ორდერი მეტად პოპულარული გახდა გვიანდელი XVI საუკუნეში მანიერისტულ არქიტექტურაში და ბაროკოში. იგივე ელემენტები განმეორდა XVII საუკუნეში ნეოპალადიურ მიმდინარეობაში და ასევე გამოყენებულ იქნა 1880-1920-იანი წლების ბოზ-არტის არქიტექტურაში.

ჯეიმზ ფარლის შენობას ნიუ-იორკში (ნიუ-იორკის ფოსტის შენობა) მსოფლიოში ყველაზე ვრცელი კოლოსალური ორდერის კორინთული კოლონადა აქვს მსოფლიოში.