კოლომიაგის ალექსანდრე ნეველის სამლოცველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კოლომიაგის ალექსანდრე ნეველის სამლოცველო
Chasovnya Kolomyagi.JPG
კოლომიაგის ალექსანდრე ნეველის სამლოცველო (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 60°00′57″ ჩ. გ. 30°17′37″ ა. გ. / 60.01583° ჩ. გ. 30.29361° ა. გ. / 60.01583; 30.29361
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, ნიკიტინის ქუჩა, 14
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810767000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ფედორ ფონ პირვიცი
თარიღდება 1833-1885

კოლომიაგის ალექსანდრე ნეველის სამლოცველო (რუს. Часовня Александра Невского в Коломягах) — მოქმედი მართლმადიდებლური სამლოცველო სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ნიკიტინის ქუჩა, 14. დიმიტრი თესალონიკელის ეკლესიის მახლობლად.

მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, მოსკოვის საპატრიარქოს, სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამლოცველო აგებულია 1885 წელს არქიტექტორ ფ. ფ. ფონ პირვიცის პროექტის მიხედვით. სხვა მონაცემებით სამლოცველოს კურთხევა მოხდა უკვე 1883 წლის 30 აგვისტოს. მშენებლობა მიმდინარეობდა კოლომიაგის მცხოვრებთა შემოწირულობებით.

თავდაპირველად სამლოცველო გამოიყენებოდა როგორც საკურთხეველი, ხოლო მორწმუნეები ლოცულობდნენ ღია ცის ქვეშ. 1896 წელს მას მიაშენეს შემინული პავილიონი, რომელიც გათვლილი იყო 100 მომლოცველზე.

1899 წლის 7 სექტემბერს მორწმუნეებმა მიმართეს პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტ ანტონის რათა ნება დაერთო აეშენებინათ თბილი ეკლესია სამლოცველოს ადგილზე. თანხმობა მიიღეს, მაგრამ არქიტექტორ ალექსანდრე ვსესლავნის პროექტი დაიწუნეს და მას მოუხდა მეორე პროექტის შედგენა. მისი პროექტით ახალი ეკლესია იყო ერთსართულიანი და ხის.

1906 წელს დიმიტრი თესალონიკელის სახელობის ახალი ეკლესიის მშენებლობა დასრულდა, სამლოცველო კი მას მიაწერეს.

საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში სამლოცველოს ნელ-ნელა შემოაცალეს აგური, მაგრამ 1989 წლამდე ნანგრევების სახით მაინც მოაღწია, ამ წელს მოხდა მისი აღდგენა[1], ხოლო 1990 წელს იგი აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ[2].

2005 წელს, გერმანიაზე გამარჯვების 55 წლისთავთან დაკავშირებით, სამლოცველოს სამხრეთ კედელზე დაამონტაჟეს წმინდა თავად ალექსანდრე ნეველის მოზაიკური გამოსახულება[1].

სამლოცველოს მისამართია: სანქტ-პეტერბურგი, კოლომიაგი, ნიკიტინის პირველი ქუჩა, სახლი 14.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]