კოლინის რაიონი
იერსახე
კოლინის რაიონი (ჩეხ. Okres Kolín) — რაიონი ცენტრალური ბოჰემიის მხარეში, ჩეხეთში. მისი დედაქალაქია ქალაქი კოლინი. რაიონის ფართობი შეადგენს 743,57 კმ²-ს. 2007 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენს 90 552 ადამიანს, მოსახლეობის სიმჭიდროვე — 122 ადამიანს კვადრატულ კილომეტრზე.