კოზმან ხუცეს-მონაზონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კოზმან ხუცეს-მონაზონი (გ. 1630) – ქართველი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 18 ივლისი, ახალი სტილით - 31 ივლისი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღირსი კოზმან ხუცეს-მონაზონი დაიბადა დაახ. 1590 წელს. ღრმად განათლებული და წმინდანი მონაზვნად აღიკვეცა და მოღვაწეობდა დავით გარეჯის ცნობილ მონასტერში.

ღირსი დავით გარეჯელის მიერ დაარსებული სამონასტრო კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იყო სრულიად საქართველოსთვის სულიერი და კულტურული ცხოვრების ცენტრი. საქართველოს სამეფო კარი ყოველთვის ანგარიშს უწევდა გარეჯელ მამათა აზრს. გარეჯელი მოღვაწეები ადგენდნენ ორიგინალური აგიოგრაფიული ძეგლებისა და ასკეტიკურ-ჰომილეტიკური თხზულებების კრებულებს, ეხმარებოდნენ სხვა მონასტრებთან არსებულ ლიტერატურულ სკოლებს.

სწორედ აქ უმოღვაწია წმინდა კოზმან ხუცეს-მონაზონს. ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ არ შემონახულა. ანტონ კათოლიკოსი გადმოგვცემს, რომ კოზმანი იყო კაცი უმანკო, წრფელი, კეთილმწიგნობარი, შუენიერი მეფსალმუნე, „სიბრძნით გამომთქმელ, წერილთ ჯეროვან ავქსონ“, თან ამბობს, ჩემს სიყმაწვილეში მინახავს, დედაჩემთან სტუმრად მოსულიო.

წმინდა კოზმანს დაუწერია „შესხმა ქეთევან დედოფლისა“, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.

პლატონ იოსელიანის ცნობით, კოზმან ხუცეს-მონაზონი შეუპყრიათ უდაბნოს დასარბევად მოსულ ლეკებს და უწამებიათ (1630).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.