კოდილის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოდილის ციხეციხე თურქეთში გუმუშჰანეს დასავლეთით 23 კმ–ზე სოფ. დიბერდის ჩრდილო–დასავლეთით მდებარე დიდ კლდეზეა აგებული. ციხე საშენი მასალისა და მშენებლობის ხელოვნების მიხედვით შუა საუკუნეებისაა. იგი საკმაოდ სტრატეგიულ ადგილასაა აშენებული და ალთინფინარ–შირან–თორულ–გუმუშჰანეს გზების დამცველია. შესაბამისად ერთდროულად აქ გამავალი გზების გასაკონტროლებლად და ამასთანავე თავდაცვითი მიზნებისთვისაა აგებული. ციხე ზღვის დონიდან დაახლოებით 1450 მ სიმაღლეზეა. აღმოსავლეთი და სამხრეთი კედლების სისქე 1,80–2 მ–ია. შესასვლელი სამხრეთ–დასავლეთით აქვს. იგი თაღოვანია. მისი სიმაღლე 3,40 მ, სიგანე — 2,10 მ. მშენებლობაში თავსართად თითო მეტრიანი ხის მასალაცაა გამოყენებული. ციხის საერთო სიგრძე აღმოსავლეთიდან დასავლეთით 40 მეტრია. შიდა ტერიტორიაზე დღემდე დაცულია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები. შედარებით კარგად იკითხება ერთი სათავსოს და აღმოსავლეთით ორი კედლის ნანგრევები სამხრეთ–დასავლეთით 100 მეტრში, კლდეში ნაკვეთი 2,10 X1,90 და 1, 10 მ სიღრმის წყლის ცისტერნაა. ცისტერნის დასავლეთით კი — 7,40 მ სიგრძის კედლის 13 საფეხურია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2019, გვ. 46 ISBN 978-9941-8-1990-2