კლიო (გამომცემლობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლიო

ლოგო
სტატუსი აქტიური
დაარსდა 2003
ქვეყანა საქართველო
ოფიციალური საიტი https://klio.ge

კლიო — ქართული გამომცემლობა. დაარსდა 2003 წელს, ისტორიკოსების, ზაზა ხიდურელისა და ელენე მეძმარიაშვილის მიერ. სახელი ბერძნული მითოლოგიის ისტორიის მუზის, კლიოს მიხედვით შეარქვეს.

თავდაპირველად გამომცემლობის პრიორიტეტი სწორედ ისტორიული ხასიათის ლიტერატურის გამოცემა იყო. მოგვიანებით იგი სასკოლო წიგნების გრიფირების პროცესში ჩაერთო. ამ დროიდან დღემდე გამომცემლობის ბაზაზე 200-მდე სასკოლო სახელმძღვანელო მომზადდა. სასკოლო სახელმძღვანელოების გარდა, დღესდღეობით „კლიოს“ პრიორიტეტული მიმართულებებია: სასკოლო-დამხმარე ლიტერატურა, არამხატვრული ლიტერატურა, გზამკვლევები, საბავშვო-საყმაწვილო და შემეცნებითი ლიტერატურა. გამომცემლობა რეგულარულად მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო წიგნის ბაზრობებსა და ფესტივალებზე.

2017 წელს „კლიომ“ მონაწილეობა მიიღო ჰავანის, 2018 წელს კი იერუსალიმის წიგნის ფესტივალებში. 2020 წლიდან იგი ევროკავშირის საგამომცემლო პროგრამის შემოქმედებითი ევროპის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „დავუახლოვდეთ ლიტერატურულ ევროპას“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]