შინაარსზე გადასვლა

კლეი ტომპსონი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლეი ტომპსონი
№ 11 – გოლდენ-სტეიტ უორიორსი
მსროლელი მცველი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 8 თებერვალი, 1990
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
უმაღლესი სკოლა წმინდა მარგარიტას კათოლიკური სკოლა
სიმაღლე 198 სმ
წონა 98 კგ
კარიერა
კოლეჯი ვაშინგტონის უნივერსიტეტი (2008-2011)
NBA-ის დრაფტი 2011 / რაუნდი: 1 / არჩევა: მე-11
პროფესიონალური კარიერა 2011–დღემდე
ლიგა NBA
კარიერის ისტორია
2011-დღემდე გოლდენ-სტეიტ უორიორსი
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები

კლეი ალექსანდერ ტომპსონი (დ. 8 თებერვალი, 1990) — ამერიკელი პროფესიონალი კალათბურთელი, რომელიც ასპარეზობს გოლდენ-სტეიტ უორიორსში, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). იგი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მსროლელად NBA-ს ისტორიაში და სამგზის ჩემპიონია გოლდენ სტეიტთან ერთად. NBA-ს ყველა ვარსკვლავის თამაშში მონაწილეობდა ხუთჯერ. 2014 წელს ტომპსონმა და სტეფ კარიმ დაამყარეს NBA-ს რეკორდი 484 ერთობლივად ჩაგდებული სამქულიანით. რის შემდეგაც შეერქვათ მეტსახელი „Splash Brothers“. 2015 წელს, ტომპსონი დაეხმარა გოლდენ სტეიტს 1975 წლის შემდეგ პირველი საჩემპიონო ტიტულის მოპოვებაში და დიდი წვლილი შეიტანა გუნდის გაჩემპიონებაში 2017 და 2018 წლების სეზონებში.

ტომპსონი დაიბადა ლოს ანჯელესში, ჯულია და მაიკალ ტომპსონების ოჯახში. დედამისი ფრენურთელი იყო კოლეჯში, ხოლო მამამისი 1978 წლის NBA-ს დრაფტის პირველი პიკი იყო. როცა ტომპსონი ორი წლის გახდა, იგი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ორეგონში, ოსვეგოს ტბაზე გადავიდნენ, სადაც მან გაიცნო მომავალი ენბიეის ვარსკვლავი — კევინ ლავი. ისინი ერთად ბეისბოლს თამაშობდნენ. თოთხმეტი წლის ასაკში, ტოპსონების ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა კალიფორნიაში, ლადერას რანჩოში, სადაც იგი წმინდა მარგარიტას კათოლიკური უმაღლესი სკოლიდან ჩაირიცხა რანჩო სანტა მარგარიტაში 2008 წელს. თავის პირველ სეზონში ამერიკის მეორე საუკეთესო გუნდის წევრად დაასახელეს. ტომპსონი ყოველ თამაშში საშუალოდ ოცდაერთ ქულას აგროვებდა და თავის გუნდთან ერთად 30 მოგება და 5 წაგება დააფიქსირა და კოლეჯის მესამე დივიზიის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატის მიმდინარეობისას ტომპსონმა შტატის რეკორდი დაამყარა შვიდი ჩაგდებული სამქულიანით. იგი დაასახელეს მესამე დივიზიის საუკეთესო კალათბურთელად კალიფორნიაში, გახდა ლიგის MVP (ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე), მისი გუნდი კი ჩაითვალა დასავლეთ სანაპიროს საუკეთესო გუნდად და EA Sports-ის სიაში მეორე ადგილი დაიკავა.

პროფესიონალური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლეი ტომპსონი აირჩიეს 2011 წლის NBA-ს დრაფტზე, 11-ე პიკად. მის ასაყვანად გუნდს მოუწია მონტა ელისის მილუოკი ბაქსში გაშვება 2012 წელს. უორიორსის მწვრთნელმა — ლარი რაილიმ შეაქო ტომპსონი და თავდაჯერებით თქვა, რომ იგი დაცვით უნარებს ახალ მწვრთნელთან — მარკ ჯეკსონთან ერთად.

NBA-მ არ აირჩია ტომპსონი 2012 NBA-ს ყველა ვარსკვლავის უქმეების ამომავალი ვარსკვლავების გუნდში. მიუხედავად ამისა, ამ გადაწყვეტილებიდან ოთხ თამაშში ტომპსონი ყველა ასპექტში გაძლიერდა: ქულების რაოდენობა თამაშებში (7,6-დან 12,5), ტყორცნის სტატისტიკა (54,3%-დან 55,6% ორქულიანებისთვის, ხოლო სამქულიანებისთვის 46,7%-დან 48,1%), მოხსნა (1,6-დან 2,8), შედეგიანი გადაცემა (1,3-დან 1,5) და ჩაჭრა. უორიორსმა მონტე ელისი მიჰყიდა მილუოკის 2012 წლის 13 მარტს . მომდევნო თამაშივე კლეიმ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა და ოცდაექვსი ქულის მოპოვება მოახერხა ბოსტონ სელტიქსთან წაგებულ თამაშში. ერთი კვირის შემდეგ გააუმჯობესა წინა შედეგი და ოცდაშვიდი ქულა ჩაუგდო ნიუ ორლეანს ჰორნეტსს. მან მწვრთნელის ნდობაც მოიპოვა და თუ თებერვლის შუა რიცხვებში საშუალოდ 13 წუთი ეძლეოდა, მარტში უკვე 30 წუთს თამაშობდა. სეზონის ბოლოს ტომპსონი NBA-ს ახალწვეულთა პირველ გუნდში მოხვდა.

2013 წლის 29 იანვარს ჩატარებულ თამაშში კლივლენდ კავალიერსის წინააღმდეგ კლეიმ სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარა, ჩააგდო რა 32 ქულა. იმ სეზონში კლეიმ და სტეფ კარიმ ერთობლივად გოლდენ სტეიტის მწვრთნელმა — მარკ ჯეკსონმა თქვა, რომ ის და სტეფ კარი საუკეთესო მსროლელთა დუეტს ქმნიან NBA-ს ისტორიაში. ფლეიოფების პირველ რაუნდში მეომრებმა დაამარცხეს დენვერ ნაგეთსი და შეხვდნენ სან ანტონიოს. 2013 წლის 8 მაისს ტომპსონმა საკუთარი ფლეიოფების რეკორდი დაამყარა, ჩააგდო რა 34 ქულა, ცხრიდან რვა სამქულიანი და 14 მოხსნა. მიუხედავად კლეის ასეთი თამაშისა, ისინი მაინც დამარცხდნენ სან ანტონიოსთან მეექვსე თამაშში.

სეზონის პირველივე თამაშში ტომპსონმა სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარა 38 ჩაგდებული ქულით და შვიდიდან ხუთი სამქულიანით. ამავე სეზონში მან და სტეფ კარიმ გააუმჯობესეს თავიანთი წინა სეზონის რეკორდი და მოახერხეს 484 სამქულიანი ტყორცნის სისრულეში მოყვანა. ტომპსონის სეზონის საშუალო სტატისტიკა ასეთი იყო: 18,4 ქულა, 3,1 მოხსნა და 2,2 შედეგიანი გადაცემა. 2014 წლის ფლეიოფების პირველივე რაუნდში გუნდი დამარცხდა ლოს ანჯელეს კლიპერსთან შვიდ თამაშში.

2014-2015 წლების სეზონი: პირველი All Star-ების მატჩი და NBA-ს საჩემპიონო ბეჭედი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 31 ოქტომბერს ტომპსონმა გაახანგრძლივა თავისი კონტრაქტი გოლდენ სტეიტთან. შემდეგ დღეს მან კარიერის საუკეთესო შედეგი აჩვენა 41 ჩაგდებული ქულით ლოს ანჯელეს ლეიკერსთან მოგებულ თამაშში ანგარიშით 127-104. 2015 წლის 23 იანვარს საკრამენტო კინგსთან მან NBA-ს რეკორდი დაამყარა ერთ მეოთხედში ჩაგდებული ქულების რაოდენობით (ჩააგდო 37 ქულა, ხოლო მთელ თამაშში მისთვის კარიერის საუკეთესო 52 ქულა მოაგროვა) და 11 სამქულიანით, აგრეთვე გაუტოლდა დევიდ ტომპსონის (რომელთანაც არანაირი ნათესაური კავშირი არ ჰქონია) რეკორდს ერთ მეოთხედში ჩაგდებული 13 საჯარიმო ტყორცნით.

2015 წლის 8 მარტს მან გადაასწრო გუნდის მწვრთელს და ყოფილ NBA-ს ვარსკვლავს — სტივ კერს, რომელსაც კარიერის განმავლობაში 726 სამიანი ჰქონდა ჩაგდებული. 17 მარტს გადაბრუნებული კოჭის გამო 7-10 დღე გაიუქმა. იმ სეზონში სტეფ კარიმ NBA-ს საკუთარი რეკორდი მოხსნა სეზონში ჩაგდებული სამიანების რაოდენობით (286), ხოლო კლეი მეორე ადგილს დასჯერდა (239) (ჯამში „Splash Brothers“-მა 525 სამიანი ჩაადგო, რითც წინა სეზონის რეკორდი 41 სამიანით გააუმჯობესეს). შვიდ ივნისს, ტომპსონმა ლებრონ ჯეიმსის კლივლენდ კავალიერსის პლეი-ოფის ფინალების მეორე თამაშში 34 ქულა ჩააგდო, თუმცა მისი პერფორმანსის მიუხედავად, გუნდი დამარცხდა. ფიანლებში ორი დამარცხების მიუხედავად, გოლდენ სტეიტმა მაინც გაიმარჯვა და ჩემპიონობის ზეიმის გარეშე გატარებულ ორმოცწლიან სერიას ხაზი გადაუსვა.

ტომპსონმა სეზონის პირველი ექვსი თამაში არადამაჯერებლად დაიწყო: სამქულიანებს 36%-იანი სიზუსტით აგდებდა (36-დან 13) ნოემბრის ბოლო 11 თამაშში მან 73 ტყორცნიდან 37 ჩააგდო (43,8%).

გოლდენ სტეიტის ლიგაში სარეკორდო 24 მატჩიანი წაუგებელი სერია დამთავრდა მილუოკი ბაქსთან 12 დეკემბერს. უორიორსის შემდეგ თამაშზე, 16 დეკემბერს, ტომპსონმა ფენიქს სანსის წინააღმდეგ სეზონის პერსონალური საუკეთესო შედეგი — 43 ქულა (აქედან 27 მესამე მეოთხედში) დააფიქსირა. 8 იანვარს ტომპსონმა ზედიზედ მესამე თამაში (მესამე თამაშში 36 ქულა პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის წინააღმდეგ) ჩაატარა, სადაც 30 ან მეტი ქულით გამოირჩა. 27 იანვარს მან სეზონის პერსონალური რეკორდი გააუმჯობესა და ჩააგდო 45 ქულა დალას მავერიქსის წინააღმდეგ. იმავე ღამეს კლეი ტომპსონი დასახელდა NBA-ს დასავლეთის კონფერენციის 2016 წლის ყველა ვარსკვლავის შემადგენლობის რესერვის წევრად ზედიზედ მეორედ. 13 თებერვალს იგი გამოვიდა NBA All Star Weekend-ის სამქულიანების კონკურსზე, სადაც ცაამარცხა სტეფ კარი და დევინ ბუკერი. 25 და 27 მარტს მან თავის კარიერაში პირველად ზედიზედ ორჯერ ჩაატარა ორმოცქულიანი თამაში. 7 აპრილს ტომპსონმა 14 ქულა მიითვალა სან ანტონიოს წინააღმდეგ. სწორედ ამ თამაშში მოგების შემდეგ გახდა გოლდენ სტეიტი NBA-პირველი გუნდი, რომელმაც 70 მატჩის მოგება მოახერხა სეზონში.

დასავლეთის კონფერენციის პირველადგილოსანი გოლდენ სტეიტი პლეი-ოფების პირველ რაუნდში დაუპირისპირდა მერვეადგილოსან ჰიუსტონ როკეტსს. მეხუთე თამაშში ტომპსონი გახდა პირველი კალათბურთელი NBA-ს ისტორიაში, რომელმაც მოახერხა ზედიზედ ორ თამაშში 7 სამქულიანის ჩაგდება . ამ შედეგით გუნდმა კლეისთან ერთად მოახერხა ჰიუსტონის 4-1 დამარცხება (სტეფ კარი ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარა) და გავიდა შემდეგ ეტაპზე, სადაც პორტლენდსაც იგივე ანგარიშით მოუგო. დასავლეთი კონფერენციის ფინალში ისინი ოკლაჰომა სითი თანდერსს შეხვდნენ. 3 დამარცხების და 1 გამარჯვების შემდეგ, ტომპსონმა განსაკუთრებული როლი შეიტანა მეხუთე და მეექვსე მატჩების მოგებაში და სერიაში ანგარიშის გათანაბრებაში. მეექვსე თამაშში მან 41 ქულა და 11 სამიანი (პლეი-ოფების რეკორდი) ჩააგდო. მეშვიდე თამაშში უორიორსმა 108-101 გაიმარჯვა და გახდა NBA-ს ისტორიაში მეათე გუნდი, რომელმაც მოახერხა და 3-1 დეფიციტის დაძლევა და სერიის მოგება. ფინალში ისინი შეხვდნენ კლივლენდ კავალიერსს და 3-1 წინ ყოფნის მიუხედავად ისინი დამარცხდნენ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კლეი_ტომპსონი“-დან