კლდისუბნის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიათბილისის ეკლესია, მდებარეობს ძველი თბილისის ერთ-ერთ მიკროუბანში — კლდისუბანში, რის გამოც ეკლესიას XVIII საუკუნის დოკუმენტური მასალა მოიხსენიებს, როგორც „კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესიას“.

დავით კარიჭაშვილი ამბობს:

ვიკიციტატა
„ტფილისის სამხრეთითვვე კლდისუბანსა შინა, მაღალსა კლდესა ზედა აღშენებულ არს ეკკლესია მცირე მცირესავე გუმბათითა, კეთილ და მშვვენიერ სახილველი, სახელსა ზედა წმიდისა გიორგისასა, სადაც ასვენია ნაწილნი წმიდისა გიორგისავე სასწაულმოქმედნი. ეკკლესია ესე აშენებულ არს კრამიტით დახურვილი და იწოდების იგი კლდის ეკკლესიად.“

ჩრდილოეთის კედელში დატანებული მცირე სარკმლის მაღლა ჩასმული ორენოვანი — ქართული და სომხური წარწერა მოგვითხრობს, როგორც ეკლესიის აღმშენებლის, ასევე მისი აგების თარიღის შესახებ. წარწერის თავზე ვკითხულობთ „ქორონიკონსა უმა“ (441) 1753. ამ ეკლესიას ძველ თბილისში „ხიხოს ეკლესიასაც“ ეძახდნენ. ამჟამად ეკლესიაში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე სრულდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 600