კლდისუბანი (თბილისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კლდისუბანი.

კლდისუბანი — ქალაქ თბილისის ისტორიულად ჩამოყალიბებული მიკროუბანი, კალის დასავლეთ ნაწილის - ე. წ. ქვემო უბნის ერთი მხარე (კრწანისის რაიონი). სახელწოდება „კლდისუბანი“ მოდის მისი მდებარეობიდან - შეფენილია სოლოლაკის ქედის კლდოვან კალთაზე. კლდისუბანი თავისი ძნელად მისადგომი, მოუხერხებელი მდებარეობის გამო ქალაქის ღარიბი მოსახლეობის უბანი იყო. მატერიალური კულტურის ძეგლთაგან შემორჩენილია ადრინდელი შუა საუკუნეების ცეცხლთაყვანისმცემელთა სალოცავი, ე.წ. ათეშგა და რამდენიმე ეკლესია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 600