კლდე (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „კლდე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ კლდე (მრავალმნიშვნელოვანი).

„კლდე“ — ქართული ყოველდღიური გაზეთი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ორგანო. გამოდიოდა თბილისში 1918–1920 წლებში რედაქტორი — გრიგოლ ვეშაპელი, გამომცემელი — დამოუკიდებელი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტი და საპარლამენტო ფრაქცია. 1918 წლის 10 დეკემბრიდან გაზეთი გამოიცემოდა ყოველდღიურად. 1919 წლის N1-31 გამოდიოდა ყოველკვირეულად, ხოლო 1920 წლის 4 ივლისიდან კვლავ ყოველდღიურად. იბეჭდებოდა სამხედრო სმინისტროს სტამბაში. გაზეთის პირველ ნომერში დაბეჭდილია მასალები ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაყოფის შესახებ. 1919 წელს გაზეთი გამოდიოდა ჯერ „სალი კლდის“, შემდეგ „პიტალო კლდის“ სახელწოდებებით. გაზეთი იყო ამავე სახელწოდების ჟურნალის მემკვიდრე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შამილიშვილი მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 228-229.
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 551.
  • ჭუმბურიძე დ. „ისტორიული პორტრეტები: დასაწყისი XX საუკუნისა“, თბილისი, 2008
  • ბაქრაძე გ., „ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, თბილისი, 1947