შინაარსზე გადასვლა

კიოტოს მეტროპოლიტენი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიოტოს მეტროპოლიტენი

მიმოხილვა
მშობლიური სახელი იაპონ. 京都市営地下鉄
მდებარეობა კიოტო, იაპონია
ტრანსპორტის ტიპი მეტროპოლიტენი
ხაზების რაოდენობა 2
სადგურების რაოდენობა 31
დღიური მგზავრთბრუნვა 397 000 (2018 წ.)
წლიური მგზავრთბრუნვა 138 მლნ (2019 წ.)
ფუნქციონირება
ფუნქციონირების დაწყება 26 მაისი, 1981
ოპერატორ(ებ)ი Kyoto Municipal Transportation Bureau
ტექნიკური მახასიათებლები
სისტემის სიგრძე 31,2 კმ
ლიანდაგის ზომა 1435 მმ
სისტემის რუკა

იამასინის სადგური

კიოტოს მეტროპოლიტენი (იაპონ. 京都市営地下鉄) — მეტროპოლიტენის სისტემა იაპონიის ქალაქ კიოტოში. შედგება 2 გადამკვეთი ხაზისგან, რომლებიც ნაწილობრივ გადიან ქუჩებში, ქალაქის შემოგარენში და ქალაქ ოცუში.

მწვანე ხაზი იშლება სამხრეთით. აქ უერთდება „კინტეცუს“ ფირმის სარკინიგზო გზას, რომელიც მიდის ნარამდე იამატო-საიდაი-ძის გადასაჯდომი ხაზით. გააჩნია პირდაპირი ხაზებიც. მწვანე ხაზი გადის ცენტრალური სადგურის (სადგური „კიოტო“) გავლით.

წითელი ხაზი იშლება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და გრძელდება „კიოტო ჰაისპიდ-რეილის“ ფირმით ქალაქ უძიში მდებარე როკუძიძოს სადგურამდე; ამ ხაზის გვერდითი შტო კი სადგურ მისასაგიდან დასავლეთით (კეიჰან კეისინის ხაზი) ქალაქ ოცუმდე გრძელდება.

2 ხაზი იკვეთება სადგურ კაკასუმაოკზე.

კიოტოს მეტროპოლიტენის სქემა
კიოტოს მეტროპოლიტენი
ფერი სახელი ასო მარშრუტი I სექცია
გაიხსნა
საბოლოო
გაფართოება
სიგრძე
კმ
სადგურები მგზავრობა

წელი (000)

მწვანე კარასუმას ხაზი K კოკუსაიკაიკანი — ტაკედა 1981 1997 13,7 15 82 490
კინტეცუ კიოტოს ხაზი - ტაკედა — იამატო-საიდაი-ძი 1988 2000 31,0 22[1]
კინტეცუ ნარას ხაზი იამატო-საიდაი-ძი — კინტეცუ ნარა 2000 - 4,4 3[2]
წითელი ტოძაის ხაზი T როკუძიძო — მისასაგი 1997 2004 8,7 8 43 070
მისასაგი — სანძიო კეიხანი 1997[3] - 3,4 4[4]
სანძიო კეიხანი — ნიძიო 1997 2006 3,0 5
  1. ↑ ტაკედას ჩათვლით
  2. ↑ იამატო-საიდაი-ძის ჩათვლით
  3. ↑ ფირმა კიოტო ჰაისპიდ-რეილი
  4. ↑ მისასაგისა და სანძიო კეიხანის ჩათვლით

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]