კინგ კონგი (2005 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„კინგ კონგი“
რეჟისორი პიტერ ჯექსონი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
ეფუძნება კინგ კონგი
მერიან კუპერი
ედგარ უოლესი
როლებში
მუსიკა ჯეიმზ ნიუტონ ჰოვარდი
ოპერატორი ენდრიუ ლესნი
მონტაჟი ჯეიმზ სერკირკი
სტუდია WingNut Films
დისტრიბუტორი Universal Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 5 დეკემბერი, 2005 (2005-12-05) (ნიუ-იორკი)
  • 13 დეკემბერი, 2005 (2005-12-13) (ახალი ზელანდია)
  • 14 დეკემბერი, 2005 (2005-12-14) (აშშ)
ხანგრძლივობა 187 წთ.[1]
ქვეყანა
  • ახალი ზელანდია
  • აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 207 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 550.5 მილიონი აშშ დოლარი

კინგ კონგი (ინგლ. King Kong) — 2005 წლის ფილმი, გადაღებული რეჟისორ პიტერ ჯექსონის მიერ, ფრენ უოლშის, ფილიპა ბოიენსის და ჯექსონის სცენარის მიხედვით. იგი არის ამავე სახელწოდების 1933 წლის ფილმის ახალი ვერსია, ნაომი უოტსის, ჯეკ ბლეკის, ედრიენ ბროუდის მონაწილეობით, გადაღებული მოძრაობის ჩაწერის ტექნიკით. ენდი სერკისი მასში ასრულებს კინგ კონგის როლს.[3] ფილმი 1933 წელს მიმდინარეობს და მაყურებელს მოუთხრობს ამბიციური რეჟისორის შესახებ, რომელიც თავის ქალის კუნძულზე გადამღებ გუნდთან ერთად მიემგზავრება. იქ ჩასულები, აღმოაჩენენ კონგს, ლეგენდარულ გიგანტურ გორილას, რომელიც იჭერენ და ნიუ-იორკში მიჰყავთ.

ფილმის გადაღება მიმდინარეობდა ახალ ზელანდიაში, 2004 წლის სექტემბრიდან 2005 წლის მარტამდე. მისი ბიუჯეტი თავდაპირველად 150 მილიონი აშშ დოლარიდან გაიზარდა იმ დროისთვის რეკორდულ 207 მილიონამდე. ფილმი თავდაპირველად გერმანიაში, 2005 წლის 14 დეკემბერს გამოვიდა, ხოლო აშშ-ში — 16 დეკემბერს. საპრემიერო დღეს მისმა შემოსავალმა 50.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი შემოსავალი იყო უფრო ნაკლები, ვიდრე ამას მოელოდნენ, მსოფლიოში და აშშ-ში საერთო მოგება 550 მილიონამდე გაიზარდა[2] და კონგი აქცია Universal Pictures-ის ისტორიაში რიგით მეოთხე ყველაზე შემოსავლიან ფილმად. DVD დისკების გაყიდვიდან კი 100 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა.[4] კრიტიკოსებმა იგი დადებითად შეაფასეს. ფილმი 2005 წელს რამდენიმე საუკეთესო ათეულშიც მოხვდა. კმაყოფილებას გამოხატავდნენ მისი სპეციალური ეფექტებით, მსახიობთა შესრულებით, სპექტაკლის გარემოთ და პარალელებით ორიგინალურ კინოსურათთან. ფილმმა მიიღო სამი ოსკარი - საუკეთესო ხმის მონტაჟისთვის, საუკეთესო ხმისთვის და საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. KING KONG (12A). British Board of Film Classification. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 9, 2014. ციტირების თარიღი: November 8, 2014.
  2. 2.0 2.1 King Kong. BoxOfficeMojo.com. ციტირების თარიღი: 2006-10-12.
  3. J.C. Maçek III. (2012-08-02) 'American Pop'... Matters: Ron Thompson, the Illustrated Man Unsung. PopMatters.
  4. King Kong – DVD sales. BlogCritics.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 14, 2007. ციტირების თარიღი: 2007-03-04.