კიმ იო ჯონგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Koreanischer Name გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის
კიმი, ხოლო სახელი — იო ჯონგი.
კიმ იო ჯონგი
კიმ იო ჯონგი
კორეის შრომის პარტიის პოლიტბიუროს წევრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა11 აპრილი, 2020

კორეის შრომის პარტიის პროპაგანდისა და აგიტაციის ცენტრალური კომიტეტის დირექტორის პირველი მოადგილე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 ნოემბერი, 2014 – დღემდე

დაბადებული26 სექტემბერი, 1988 (1988-09-26) (35 წლის)
ფხენიანი, ჩრდილოეთი კორეა
პოლიტიკური პარტიაკორეის შრომის პარტია
მამაკიმ ჩენ ირი
დედაკო იონ ჰი
განათლებაკიმ ირ სენის სამხედრო უნივერსიტეტი
რელიგიაათეიზმი
ხელმოწერა

კიმ იო ჯონგი (კორ. 김여정; დ. 26 სექტემბერი, 1988, ფხენიანი, ჩრდილოეთი კორეა) — ჩრდილოკორეელი პოლიტიკური, სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. კორეის შრომის პარტიის პროპაგანდისა და აგიტაციის ცენტრალური კომიტეტის დირექტორის პირველი მოადგილე 2014 წლიდან, პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი 2017-2020 წლებში და წევრი 2020 წლის 11 აპრილიდან. ჩრდილოეთ კორეის უზენაესი ლიდერის კიმ ჩენ ინის უმცროსი და, კორეის ყოფილი უზენაესი ლიდერის კიმ ჩენ ირის შვილი და მუდმივი პრეზიდენტის კიმ ირ სენის შვილიშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1988 წლის 26 სექტემბერს ფხენიანში. აქვს მჭიდრო ურთიერთობა ძმასთან, კიმ ჩენ ინთან, მასთან ერთად სწავლობდა შვეიცარიაში 1996-2000 წლებში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სწავლობდა კიმ ირ სენის სამხედრო უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტზე[1].

2015 წლის იანვარში ცოლად გაჰყვა ჩხვე სონს[2], რომელიც არის ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი სახალხო კრების თავმჯდომარის, ჩხვე რიონ ჰეს მეორე შვილი[3].

2014 წელს დანიშნეს კორეის შრომის პარტიის პროპაგანდისა და აგიტაციის ცენტრალური კომიტეტის დირექტორის პირველ მოადგილედ. 2015 წლიდან იგი პრაქტიკულად დირექტორია, ხოლო დირექტორის ნომინალური თანამდებობა უკავია კიმ კი ნამს. კიმ იო ჯონგი რეგულარულად დაყვება თავის ძმას მოგზაურობებში[4]. ხელს უწყობს საკუთარი ძმის პიროვნების კულტის შექმნას. ორგანიზებას უწევს ყველა მსხვილ საზოგადოებრივ ღონისძიებას ქვეყნის მასშტაბით[5][6].

2017 წელს აშშ-მა შეიყვანა ე. წ. „შავ სიაში“ ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო[7]. 2017 წელს გახდა პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი. იგი იყო მეორე ქალი ამ თანამდებობაზე[8].

2018 წლის 9 თებერვალს იმყოფებოდა სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კორეის ომის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის მმართველი დინასტიის წევრი ეწვია სამხრეთ კორეას[9]. იგი გახსნის ცერემონიალს დაესწრო სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯე ინისთან ერთად და გადასცა პირადი წერილი ძმისაგან[10]. თან ახლდა საკუთარ ძმას 2018 და 2019 წლების აშშ-ჩრდილოეთ კორეის სამიტებზე[11].

2019 წელს აირჩიეს კორეის უმაღლესი სახალხო კრების წევრად.

2020 წლის 21 აპრილს CNN-მა და Daily NK-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ. 22 აპრილს იაპონურმა გაზეთმა Asahi-მა ივარაუდა, რომ უზენაესი ლიდერის ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე, შესაძლებელია სახელმწიფოს კიმ იო ჯონგი ჩაუდგეს სათავეში[12].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]