კილო (ქართული ენა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კილოზმნის ფორმა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა იქნეს გაგებული ზმნით გამოხატული მოქმედება სინამდვილის თვალსაზრისით: უეჭველ ფაქტად, სასურველ-შესაძლებლად თუ შესასრულებლად. სხვადასხვა ენაში კილო სხვადასხვა რაოდენობისაა, ძირითადად გამოიყოფა სამი: თხრობითი, კავშირებითი და ბრძანებითი.

თხრობითი კილო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თხრობითი კილო გვიჩვენებს, რომ ზმნით გამოხატული მოქმედება უნდა იქნეს გაგებული უეჭველ ფაქტად, რომელსაც ადგილი ჰქონდა წარსულში, ხდება ახლა ან მოხდება მომავალში: (აკეთებდა, გააკეთა, გაუკეთებია, აკეთებს, გააკეთებს).

კავშირებითი კილო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კავშირებითი კილო ისეთ მოქმედებას გამოხატავს, რომელიც შესაძლებელია მომხდარიყო წარსულში, ხდებოდეს ახლა ან მოხდეს მომავალში: ((რომ) დაეწეროს, (რომ) წერდეს, (რომ) დაწეროს).

ბრძანებითი კილო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრძანებითი კილო გადმოგვცემს, რომ მთქმელს (I პირის) სურვილი უნდა იქნეს შესრულებული: (გააკეთე! გააკეთეთ! გააკეთოს! გააკეთონ! გავაკეთოთ!). შინაარს-ინტონაციურად II პირისადმი მიმართული ბრძანებითის ფორმა მრავალგვარია: იგი საკუთრივ ბრძანების გარდა, შეიძლება გამოხატავდეს თხოვნა-მუდარას (მიშველეთ!), დალოცვას (კარგი კაცი გაიზარდე, შვილო),, დარიგებას (ფრთხილად იარე), გამხნევებას (გამაგრდი, გული არ გაიტეხო), და სხვა, მაგრამ ყველა ბრძანებითი კილოს ფორმაა, მათ შორის გრამატიკულად განსხვავებაა არაა.