კვირისტავა
კვირისტავა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() მშვენიერი კვირისტავა (Zinnia elegans) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Zinnia | ||||||||||||
|
კვირისტავა (ლათ. Zinnia) — ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. 20-მდე სახეობა ველურად იზრდება ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში.
დეკორატიულ მებაღეობაში გავრცელებულია მშვენიერი კვირისტავა (Zinnia elegans), რომლის ყვავილედში არის 2 სახის — ენისებრი და მილისებრი ყვავილი, ფერად თეთრი, ვარდისფერი, წითელი, ალისფერი, ნარინჯისფერი და იისფერი. კვირისტავას ყვავილის დიამეტრი 12-14 სმ აღწევს. ცნობილია აგრეთვე კვირისტავა ჰაგეანა (Zinnia Haageana), რომელსაც მოყვითალო-ნარინჯისფერი ყვავილები აქვს.
კვირისტავას იყენებენ კლემბებისა და რაბატების შესაქმნელად, ბორდიურებად და ყვავილწნულებისათვის.
დედამიწის გარეთ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2016 წლის იანვარს ნასამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვირისტავა არის პირველი მცენარე, რომელიც დედამიწის გარეთ, კოსმოსში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე აყვავდა. [1] თუმცა რამდენიმე მედია საშუალებამ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.[2][3]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მანაგაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 500.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Johnston, Ian (16 January 2016). „First flower grown in space shows there is 'other life' out there“. The Independent newspaper.
- ↑ Taylor, Lin (18 January 2016). „Is this the first ever flower grown in space?“. CNN.
- ↑ Feltman, Rachel (19 January 2016). „NASA astronauts just made flowers bloom in space – but they’re not actually the first“. The Washington Post.