კვირიასხევის მეორე ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კვირიასხევის ნასოფლარი.

კვირიასხევის მეორე ნასოფლარიარქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიასხევის სამხრეთით, 11 კილომეტრზე, ნასოფლარზე დადასტურდა 25 ნამოსახლარი ბუდე (4 x 8 მეტრი, 5 x 10 მეტრი და ასე შემდეგ). ნასოფლარის მიდამოებში ზედაპირულად აღმოჩნდა ანტიკური და ადრინდელი შუა საუკუნეების წითლად გამომწვარი და წითლად შეღებილი, გაპრიალებული სამტუჩა დოქების, ჯამებისა და ქოთნების ნატეხები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]