კვერნაულის მეორე სამლოცველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კვერნაულის მეორე სამლცველო — არქიტექტურული ძეგლ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვერნაულაში, ჩრდილო აღმოსავლეთით, 0,5 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. სამლოცველო გეგმით ოთხკუთხა, უაფსიდო ნაგებობაა, ნაშენია დიდი ზომის ნატხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარის სამხრეთ გვერდის დასავლეთ ნაწილი, შესასვლელის გადახურვა და სამხრეთ კედლის გარეთა მოპირკეთება. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში ვიწრო, სწორკუთხა სარკმლებია გაჭრილი. ჩრდილო და სამხრეთ კედლების აღმოსავლეთ ნაწილში სწორკუთხა ნიშებია. ჩრდილო და აღმოსავლეთ კედლების უმეტესი ნაწილი გარედან მიწითაა დაფარული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]