შინაარსზე გადასვლა

კვებეკის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კვებეკის ხიდი
ფრანგ. Pont de Québec, ინგლ. Quebec Bridge
46°44′44″ ჩ. გ. 71°17′17″ დ. გ. / 46.745611° ჩ. გ. 71.288111° დ. გ. / 46.745611; -71.288111
კონსტრუქციის ტიპი კონსოლი
მასალა ფოლადი
სიგრძე  
სიგანე  მ
კონსტრუქციის სიმაღლე 104 მ
გზის ხაზების რაოდენობა 3
კონსტრუქტორი/არქიტექტორი თეოდორე კუპერი
გახსნის თარიღი 3 დეკემბერი, 1919


კვებეკის ხიდი (ფრანგ. Pont de Québec, ინგლ. Quebec Bridge) — კომბინირებული საავტომობილო და სარკინიგზო ლითონის ხიდი მდინარე წმინდა ლავრენტზე, რომელიც აკავშირებს ქალაქებს კვებეკსა და ლევის. 549 მ სიგრძის ხიდის ცენტრალური სიგრძე მსოფლიოში ყველაზე დიდია ფიქსირებული სისტემების ხიდებისთვის.

ხიდის აშენება მე-19 საუკუნის შუა ხანებში იგეგმებოდა. გაიხსნა 1919 წლის 3 დეკემბერს. 1907 წლის 30 აგვისტოს ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ხიდი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 75 ადამიანი დაიღუპა. ხიდი 18 წლის მანძილზე შენდებოდა.

ხიდი ეკუთვნის კანადის რკინიგზას, საყრდენებს შორის მანძილი 549 მ, საერთო სიგრძე 987 მ, სიგანე 29 მ. მშენებლობის დროს ის კანადაში ყველაზე დიდი ხიდი იყო. ხიდს აქვს სამი სატრანსპორტო ზოლი, ერთი სარკინიგზო ბილიკი და ერთი საფეხმავლო ბილიკი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]